FM97.5 / LIVE

ეკოკორიდორების მოსაწყობად ადიგენის სოფლების სათემო კავშირებთან შეთანხმება გაფორმდა[R]

მთავარისიახლე, რეკლამა 12.04.2019
დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში, ხელი მოეწერა 1,200,000 ლარის ღირებულების საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომლებიც ეკო-კორიდორების ფონდის (ECF) ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდსა (WWF) და ბოლაჯურის, ჩორჩნის, ზანავის, ხევაშენის, ფხეროს და კიკიბოს სათემო კავშირებს შორის გაფორმდა.

ეკოკორიდორების მოსაწყობად ადიგენის სოფლების სათემო კავშირებთან შეთანხმება გაფორმდა[R]

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკოლოგიური კორიდორის ფარგლებში, მდგრადი მიწათ და ტყით სარგებლობის პრაქტიკის დანერგვა. აღნიშნული საქმიანობა ბუნების კონსერვაციასთან ერთად, უზრუნველყოფს მოსახლეობის არსებული სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებას, ან ხშირ შემთხვევაში, მის გაუმჯობესებას.

პროგრამის ფარგლებში უკვე ხელმოწერილია ოთხი ათწლიანი საკონსერვაციო შეთანხმება - დერცელის, მოხის, ნამინაურისა და ციხისუბნის სათემო კავშირებთან, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2,250,000 (751 000 ევრო) ლარზე მეტია. საკონსერვაციო არეალის ფართობი კი შეადგენს დაახლოებით 8700 ჰა-ს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, გერმანიის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის სამინისტროს(BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის(KfW) წარმომადგენლები.

ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ საკონსერვაციო არეალი და ამავე დროს დაეთვალიერებინათ 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში თემების მიერ საკონსრევაციო შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული პირველადი ინვესტიციით შეძენილი საველე ტექნიკა/აღჭურვილობა, რაც საჭიროა საკონსერვაციო გეგმით გათვალისიწინებული აქტივობების შესასრულებლად.

ეკო-კორიდორების ფონდი კავკასიაში (ECF) წარმოადგენს გრძელვადიან ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას სამხრეთ კავკასიაში არსებულ ლანდშაფტებში გრძელვადიანი საკონსერვაციო ხელშეკრულებების საშუალებით. პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის WWF-ის თანადაფინანსებით. პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს „GOPA Consultants“, „DFS“ და „HessenForst“-ის კონსორციუმი.


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.06.2019 ‘წყალსაც ვეხვეწებით, რომ წამოვიდეს’– სარწყავი წყლის პრობლემები რეგიონში [ვიდეო]

24.06.2019 სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

24.06.2019 აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

24.06.2019 გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ადიგენში არსებულ ეკო–დერეფანს ადგილობრივები დაიცავენ
ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ახალქალაქის მოსწავლეები სტუმრობდნენ
საქართველო ბიომრავალფეროვნების განვითარებისთვის დახმარებას მიიღებს
საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის გრანტი გამოიყო
ჯავახეთში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა [R]