FM97.5 / LIVE

‘ქაოსისა’ და ‘ნიუკასლის’ გამარჯვება - უნივერსიტეტში ფრენბურთის ჩემპიონატი დასრულდა [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.04.2019
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ოთხი დღე გრძელდებოდა ფრენბურთის ჩემპიონატი, რომელშიც გოგონათა და ვაჟთა 12 გუნდი და ოთხმოცზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.

‘ქაოსისა’ და ‘ნიუკასლის’ გამარჯვება - უნივერსიტეტში ფრენბურთის ჩემპიონატი დასრულდა [Video]

ფრენბურთის მატჩები უნივერსიტეტის სპორტდარბაზში რვა აპრილს დაიწყო. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ „მართვე“, „შიოვიჩი“, „ღიმილის ბიჭები“, „მმართველები“, „მესხები“, „ნიუკასლი“,Dream team, Turkey team, Volley, „ქაოსი“, „ხელშეუხებელნი“ და „განგსტერები“.

გამარჯვებულები დღეს, 12 აპრილს გამოვლინდნენ. ვაჟებში გუნდმა „ნიუკასლმა“ გაიმარჯვა. გოგონებს შორის კი გუნდმა „ქაოსმა“.

გოგონათა გუნდ „ქაოსის“ კაპიტანი სპორტული ღონისძიებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა, „ორშაბათიდან ყოველდღე ვვარჯიშობდით, ორი გუნდი დავამარცხეთ და ჩემპიონები გავხდით. ძალიან აზარტული და ადრენალით სავსე იყო, მადლობა ორგანიზატორებს,“ - ამბობს პირველკურსელი ხატია ქველაძე.



მონაწილეებს სიგელები, გამარჯვებულებს კი თასები გადაეცათ. „განსაკუთრებული მადლობა გვინდა უნივერსიტეტსა და მერიას გადავუხადოთ, განსაკუთრებით კი როინ თათეშვილს, რომელიც გვერდში გვედგა“, - ამბობს ახალციხის „სქაი კლუბის“ ლიდერი გივი დვალაშვილი.

საქართველოს „სქაი“ პროგრამის კოორდინატორის განმარტებით, სპორტული ღონისძიებები „სქაი კლუბის“ ოცამდე ადგილობრივმა წევრმა დაგეგმა, - „იდეა არის ის, რომ თავისით მოაწყონ ორგანიზება და საკუთარი პროექტიდან დასკვნები გამოიტანონ, ისწავლონ და განვითარდნენ, ვფიქრობ მათ ამ ყველაფერს თავი წარმატებით გაართვეს“.

ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უნივერსიტეტის თანამშრომლები, კულტურის სამსახურის უფროსი, ზაზა თამარაშვილი და მერიის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

‘ქაოსისა’ და ‘ნიუკასლის’ გამარჯვება - უნივერსიტეტში ფრენბურთის ჩემპიონატი დასრულდა [Video]

ჩემპიონატი პროექტის „SKYE New Possibility - „კომპეტენციები დასაქმებისათვის“ ფარგლებში, World Vision საქართველოსა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მასში შემავალი პროექტი ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი – შენი არჩევანია’’ კი World Vision საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება
ახალციხეში ფრენბურთის ჩემპიონატი დასრულდა
ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო
ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის გუნდმა მოიპოვა
უნივერსიტეტში მკლავჭიდის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალციხეში ფრენბურთის ჩემპიონატი იწყება
ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photosvideo]