FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში 9 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს [Photos]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 12.04.2019
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იმ ძეგლების ნუსხას აქვეყნებს, რომლებსაც 2019 წელს რეაბილიტაცია უტარდება.

სამცხე–ჯავახეთში 9 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს [Photos]
აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგანტოში ამბობენ, რომ რეაბილიტაცია უტარდება ახალციხეში თისელის დარბაზული ტიპის ეკლესიას, ჯაყისმანის სამონატრო კომპლექსს და აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას. ბიეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში კი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ადიგენში რეაბილიტაცია დაბა აბასთუმნის 18 ისტორიულ სახლს უტარდება. ასპინძაში გრძელდება ვარძიის ისტორიული კომპლექსის კვლევა, ასევე, წელს იწყება ვანის ქვაბების მასშტაბური კვლევა. ახალქალაქში კი კუმურდოს ტაძრის რეაბილიტაცია გრძელდება.

სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია, გაწმენდით სამუშაოები და კვლევები სოლიდურ თანხას შეადენს, ნაწილს ფონდი „ქართუ“, ნაწილს სააგენტო, ნაწილს კი მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
სამცხე–ჯავახეთში 9 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს [Photos]
ბიეთის ტაძარი

სამცხე–ჯავახეთში 9 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს [Photos]
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

სამცხე–ჯავახეთში 9 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს [Photos]
კუმურდოს ეკლესია

სამცხე–ჯავახეთში 9 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს [Photos]

აბასთუმნის ისტორიული სახლი

სამცხე–ჯავახეთში 9 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს [Photos]

ვარძია

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

15.04.2019 მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

18.04.2019 სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

17.04.2019 ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

17.04.2019 ‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ისტორიული შენობები, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ [Photos]
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო
ბიეთის ტაძარს  რესტავრაცია ჩაუტარდება [Photo/Video]
სამცხე–ჯავახეთს ნიკა ანთიძე სტუმრობს
აწყურის  ტაძრის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება
მირაშხანში გზის რეაბილიტაცია იწყება