FM97.5 / LIVE

‘ავადმყოფი ოთხ კაცს გაგვყავს ხელით’– რატომ არ მიდის სასწრაფოს მანქანა ექვსკომლიან დასახლებაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.04.2019
ლარებში, სადაც ექვსი ოჯახი ცხოვრობს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა მხოლოდ დასახლების შესასვლელამდე მიდის. ადგილობრივებს ცუდადმყოფი მეზობლი 200 მეტრის მოშორებით ფეხით გაჰყავთ.

‘ავადმყოფი ოთხ კაცს გაგვყავს ხელით’– რატომ არ მიდის სასწრაფოს მანქანა ექვსკომლიან დასახლებაში

ლარები ახალციხე–ბორჯომის ცენტრალურ გზასთან ახლოს, მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარეობს. დასახლება გზას მტკვარზე გადებული ვიწრო ხიდით უკავშირდება. როგორც ადგილობრივი ოთარ ხრიკაძე ამბობს, დასახლებამდე სასწრაფოს მანქანა არასდროს მიდის, მტკვრის მარჯვენა მხარეს ხიდთან ჩერდება, ექიმი ავადმყოფამდე ფეხით მიდის და თუ მას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა ადგილობრივებს ის ხიდზე ხელით გადაჰყავთ.

„გვითხრეს მძიმე მანქანებია და ხიდი ვერ გაუძლებსო, არ უნდათ მანქანა დააზიანონ. ვინმე ცუდად რომ ხდება საკაცით ოთხ კაცს გაგვყავს ფეხით, პატარა დასახლებაა ზოგჯერ კაცებიც არ არიან სახლში, რომ ცუდადმყოფი მეზობლის გაყვანაში დაეხმარონ ექიმს. ამასწინათ ახალგაზრდა ბიჭი გახდა ცუდად, მძიმე წონაც აქვს, ძლივს მიიყვანეს მანქანამდე, მე მაშინ სახლში არ ვიყავი“, – ამბობს ლარებში მცხოვრები ოთარ ხრიკაძე.

მისი თქმით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ზამთარშია, როცა დასახლებაში დიდი თოვლი დევს: „ ყინვასა და სიცივეშიც ფეხით მიჰყავთ ავადმყოფი. ვაპირებ ამ თემაზე ბორჯომის მერიაშიც მივიდე და დახმარება ვითხოვო“.

‘ავადმყოფი ოთხ კაცს გაგვყავს ხელით’– რატომ არ მიდის სასწრაფოს მანქანა ექვსკომლიან დასახლებაში

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ადგილამდე მისვლის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, რადგან ხიდზე თავისუფლად მოძრაობენ მსუბუქი და მაღალი გამავლობის მანქანები.

შეკითხვაზე, რატომ არ გადადის მანქანა ლარების დასახლებაში ხიდზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში გვიპასუხეს, რომ „ამისთვის უწყებას წერილობით უნდა მივმართოთ“.

ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარებიდან პასუხს მივიღებთ, ბორჯომის მერიაში აცხადბენ, რომ ამ საკითხზე მათ სასწრაფოსთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ და „ამის შემდეგ მანქანები ხიდზე გადავლენ“.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის სასწრაფოს ჯიპის ტიპის მანქანა გადასცეს
სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მანქანა გადაეცა
ახალციხეში სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა
სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების სამსახურის ავტოპარკი განახლდა
ნინოწმინდის სასწრაფოს ახალი მანქანა გადასცეს
ლიკანის დასახლებაში სამანქანო ხიდს რეაბილიტაცია უტარდება
ჯანდაცვის მინისტრი:“დაუთმეთ  მანქანები ოჯახის ექიმებს“