FM97.5 / LIVE

გოგონების მიერ დანახული გენდერული უთანასწორობა - წერილები ახალციხიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.04.2019
„შენი ხმა თანასწორობისათვის“ წერილების კონკურსია. წერილებს მთელი საქართველოდან მოსწავლეები წერენ და ჰყვებიან იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ თანასწორობა. საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებისა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ახალციხიდან ოთხი მოსწავლე მონაწილეობს.

გოგონების მიერ დანახული გენდერული უთანასწორობა  - წერილები ახალციხიდან

ანამარია კოტაძე

გოგონების მიერ დანახული გენდერული უთანასწორობა  - წერილები ახალციხიდან

ახალციხის N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელმა ანამარია კოტაძემ წერილი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, თამარ ჩუგოშვილს მისწერა.

„ძალიან ბევრ პრობლემას ვაწყდები საზოგადოებაში. ხშირად გამჩენია პროტესტის გრძნობა გენდერულ უთანასწორობაზე და დავფიქრებულვარ იმაზეც, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს შეიცვალოს“, - ანამარია ფიქრობს, რომ გენდერული უთანასწორობა განსაკუთრებით მწვავედ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში იგრძნობა.

ანამარიას აზრით, რთულია დაგეგმო უთანასწორობის წინააღმდეგ რაიმე კამპანია საზოგადოებაში, რომელშიც უმრავლესობას გენდერულ თანასწორობაზე დამახინჯებული წარმოდგენა აქვს, ხოლო ის ვისაც თანასწორობა ესმის და სურს, უმცირესობაშია.

„ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეული ადამიანის გონებაში კარგად ჩაიბეჭდოს, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით, განურჩევლად სქესისა“, - ანამარიას სჯერა, რომ გენდერულ თანასწორობაზე ზრუნვა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს - „თემატური ზღაპრები, მარტივი თამაშები და უბრალოდ ლაპარაკი ბავშვებთან ამ თემებზე“.

საკუთარ წერილში ანამარია გენდერული თანასწორობის საბჭოს ურჩევს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც აქტიურად იმუშაოს, შექმნას თანასწორობაზე მორგებული სასწავლო პროგრამები და ხელი შეუწყოს „მშობელთა თაობაში“ სტერეოტიპული აზროვნების მსხვრევას.

„ყველაზე ეფექტური იგავური სწავლება იქნება, ეს მედიის საშუალებითაც შეიძლება“, - ანამარიას აზრით შეიძლება მომზადდეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომლებშიც წარმოჩენილი იქნება გენდერული უთანასწორობის მანკიერი შედეგები და საზოგადოებას პრობლემის ნათლად დანახვაში დაეხმარება.

სალომე ზაზაძე


გოგონების მიერ დანახული გენდერული უთანასწორობა  - წერილები ახალციხიდან

სალომემ წერილი გენდერული საბჭოს ყველა წევრს ერთდროულად მიწერა. 17 წევრიდან რომელიმეს გამორჩევა გაუჭირდა, - „ვფიქრობ, ასე უფრო მოვახერხებ ჩემი აზრის ყველასთვის გაზიარებას“.

სალომე ზაზაძე, ახალციხის N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, გენდერული თანასწორობის მიღწევის გზას საზოგადოების ინფორმირებულობაში ხედავს. როგორც თავად ამბობს, ერთჯერადი ტრენინგები და შეხვედრები, რაშიც უამრავი თანხა იხარჯება, შედეგს ვერ მოიტანს.

„როდესაც თანატოლი ღიად გესაუბრება, უფრო მეტია შანსი, ერთმანეთს გაუგოთ და პრობლემაც რეალურად დაანახო,“ - სალომე მიიჩნევს, რომ საბჭომ რეგიონებში უნდა შექნას გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებული გუნდები, ჩაატაროს ტრენინგები და ბავშვებს მიღებული ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარების საშუალება მისცეს.

კონკურსის რეგლამენტით, მონაწილეების წერილი 200 სიტყვას არ უნდა ასცდენოდა. სალომეს მეტის დაწერა უნდოდა, თუმცა იძულებული გახდა რამდენიმე იდეიდან მხოლოდ ერთის შესახებ მოეყოლა, - „ვფიქრობ, ინფორმირებულობა მაინც პირველხარისხოვანია, მაგრამ არის სხვა თემებიც, რაზეც მნიშვნელოვანია საბჭომ მთელი ყურადღება მიმართოს. მაგალითად, დეკრეტული შვებულების შესახებ საკანონმდებლო ცვლილები, გენდერული კვოტირების საკითხი".

ნინო ბერიძე


გოგონების მიერ დანახული გენდერული უთანასწორობა  - წერილები ახალციხიდან

წერილი, სალომეს მსგავსად, ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მეცხრეკლასელმა, ნინო ბერიძემაც საბჭოს ყველა წევრს გაუგზავნა.
ნინო ფიქრობს, რომ გენდერული უთანასწორობა რეგიონებში უფრო ძლიერია, ამიტომაც ის საბჭოს სკოლებში ტრენინგების უფრო ხშირად ჩატარებას ურჩევს. მისი აზრით, თუ სკოლა არაფორმალურ განათლებას მოწყდება და ჩაიკეტება, ეს კიდევ უფრო მეტად შექმნის გენდერული უთანასწორობის საფრთხეს.

„ვაკუუმში პროგრესი შეუძლებელია“, - ამბობს ნინო.

„პრობლემის გადასაჭრელად გვჭირდება ინფორმაცია“, - ფიქრობს, რომ ინფორმაციის დეფიციტი განსაკუთრებულად სოფლებში იგრძნობა, ამის გამოა, რომ ხშირად გენდერული თანასწორობა თავსმოხვეული და „ყურით მოთრეული“ თემა ჰგონიათ.

„ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს გენდერული უთანასწორობის პრევენციის გეგმები საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით ბავშვთა ქორწინების, გენდერული დისკრიმინაციის და ოჯახში ძალადობის დასასრულებლად".

თათია თათოშვილი


გოგონების მიერ დანახული გენდერული უთანასწორობა  - წერილები ახალციხიდან

ახალციხის N1 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელის, თათია თათოშვილის წერილის ადრესატიც საბჭოს 17-ვე წევრია.

„პრობლემას ვხედავ ცნობიერების დაბალ დონეში, კონკრეტულად ჩვენს რეგიონში სიტყვა გენდერული თანასწორობა აშინებს მოსახლეობას“, – თათია ფიქრობს, რომ გენდერული თანასწორობა ჩვენს საზოგადოებაში რთულად მისაღწევი იქნება.

„გენდერულმა საბჭომ, პირველ რიგში, ყურადღება ქალთა მიმართ ძაალადობაზე უნდა გაამახვილოს, რადგან ყველა შემდგომი პრობლემის საწყისი სწორედ ძალადობაა“.

თათია მიიჩნევს, რომ გენდერული პრობლემების გადასაჭრელად საბჭომ გოგონათა და ქალთა გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს, დაეხმაროს მათ თვითშეფასების ამაღლებაში, აღმოუჩინოს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

„ერთ–ერთი საუკეთესო მექანიზმი, სათანადო საინფორმაციო–საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვაა, რათა ქალებს ჰქონდეთ ინფორმაცია თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე შესაბამისი დაცვის გარანტიების თაობაზე“, - გვეუბნება თათია და დასძენს, რომ საინფორმაციო ღონისძიებები დაეხმარება საზოგადოებას გაიგოს, თუ რას გულისხმობს გენდერული თანასწორობა და ფემინიზმი.
„საზოგადოებაში, ტერმინებისადმი შიშები არსებობს და ეს ჩვენ ცნობიერების ამაღლებით უნდა გამოვასწოროთ“, - გვეუბნება იგი.

თათიას, ნინოს მსგავსად მიაჩნია, რომ სახელმწიფომ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საზოგადოებასთან კონსულტაციებით უნდა შექმნან „ერთობლივი პროგრამა“, რომელიც დაეხმარება თითოეულ მოქალაქეს გენდერული თანასწორობის იდეის გაცნობასა და დაცვაში.

კონკურსის შესახებ


„შენი ხმა თანასწორობისათვის“ კონკურსის ფარგლებში, ათი საუკეთესო წერილის ავტორი გამოვლინდება. გამარჯვებულებისთვის მოეწყობა სპეციალური სასწავლო ტური თბილისში, სადაც საქართველოს პარლამენტის და კონკრეტულად გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის გაცნობის პარალელურად, გამარჯვებულებისთვის სპეციალური შემეცნებითი ღონისძიებები დაიგეგმება.

საუკეთესო წერილები „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.

კონკურსის ორგანიზატორი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, პარლამენტის მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაზე მუშაობს. საბჭოს ფუნქციებში შედის გენდერული პოლიტიკის წარმოება და კანონომდებლობის გაუმჯობესება, ცნობიერების ამაღლება გენდერულ თანასწორობაზე და გენდერული პოლიტიკის განხორცილების მონიტორინგი.

ასევე კონკურსის ორგანიზატორია "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI).

გენდერული თანასწორობის საბჭოში მთელი საქართველოდან 71 წერილი შევიდა. სამცხე-ჯავახეთის 10 წერილი გაიგზავნა - ექვსი ადიგენიდან, ოთხი კი ახალციხიდან.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ხშირად დასმული კითხვები გენდერული თანასწორობის შესახებ [R]
ახალციხეში გენდერული ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
კვირის აქცენტი: გენდერული თანასწორობა – პრობლემები რეგიონში [Video]
რა გეგმები აქვს ახალციხის გენდერულ საბჭოს
შსს-ს აკადემიაში გენდერული თანასწორობის თემაზე ტრენინგები დაიწყო
ახალციხეში გენდერულ ძალადობაზე იმსჯელეს
ახალციხეში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს