FM97.5 / LIVE

საპატრიარქოს განცხადების მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ [Video]

მთავარისაზოგადოება 29.08.2013
ახალციხეში შეკრებილ აქციის მონაწილეებს საპატრიარქოს განცხადება გააცნეს, თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ დაშლას მაინც არ აპირებენ და არ დაუშვებენ მინარეთის ჭელაში დასაწყობებას. ამ წუთებში აქციის მონაწილეები ერთი მანქანით ქალაქში გადაადგილდებიან და რუპორის საშუალებით მოუწოდებენ ხალხს აქციაზე გასვლისკენ

საპატრიარქოს განცხადების მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ [Video]
ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დარბაზის" თავმჯდომარის, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გოდერძი კუბლაშვილის თქმით, მინარეთი არ უნდა დაბრუნდეს სოფელ ჭელაში, ის უნდა დასაწყობდეს ახალციხის საფინანსო სამსახურის ტერმინალში.

„გარდა ამისა, არსებობს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უნდა მოხდეს მინარეთის დემონტაჟი, მაშინ შეცვალოს საკრებულომ გადაწყვეტილება, თუ არადა გაიმართოს სასამართლო პროცესი“, - ამბობს კუბლაშვილი.



„საპატრიარქო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იქნება მიმართული“,- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადიგენიდან რომან ღვიტიძე და ამატებს, რომ "რეგიონში წინასაარჩევნოდ სააკაშვილმა დიდი ნაღმი ჩადო": „ამ ამბავში სააკაშვილის და ბოკერიას ხელი ურევია. ჩევნ მუსლიმ მრევლს არ დავუპირისპირდებით“.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი კოპაძემ მართლმადიდებელ მრევლს მობილიზებისკენ მოუწოდა: "ჩვენ დათმობას არ ვაპირებთ, მეუფე გზაშია, მას მოყვებიან მთავრობის წარმომადგენლები, მათი ჩამოსვლის შემდეგ გადავწყვეტთ რა გავაკეთოთ და როგორ. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, მინარეთი დასაწყობდეს ახალციხეში და არ წავიდეს ჭელაში. თუ ამას არ გადაწყვეტენ, გზაზე დავწვებით და გადაგვიარონ".



კითხვაზე, რას იზამენ იმ შემთხვევაში,თუ ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას მინარეთის კანონიერი დადგმის შესახებ, კოპაძე აცხადებს, რომ პროტესტს მაინც გააგრძელებენ.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ
აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, არ დაუშვან მინარეთის ჭელაში დაბრუნება
გია კოპაძე: 'მინარეთს ჭელაში თუ წაიღებენ, გზას გადავკეტავთ'
მეუფე მრევლს ამაღლების ტაძარში გადანაცვლებას სთხოვს
აქციის  მონაწილეები რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ
ახმედ კახაძე: 'როგორც ადამიანს აქვს ორი ხელი, ორი თვალი, ისე უნდა ჰქონდეს მეჩეთს მინარეთი'
ადიგენში მართლმადიდებლებმა აქცია გამართეს