FM97.5 / LIVE

მეხუთე წელია ჯავახეთის სომხურ სკოლებში მოსწავლის რვეულები არ აქვთ

მთავარისიახლე, განათლება 11.04.2019
ახალქალაქის საჯარო სკოლებში ბუნებაში, მათემატიკაში, მუსიკასა და ქართულში მოსწავლის რვეულები ბოლო ხუთი წელია არ განახლებულა. მოსწავლეებს დავალების წერა დახეულ და საშლელით მრავალჯერ გადაშლილ რვეულებში უწევთ.

მეხუთე წელია ჯავახეთის სომხურ სკოლებში მოსწავლის რვეულები არ აქვთ

„მოსწავლის რვეულები იმდენჯერაა გამოყენებული, რომ ძნელია გაარჩიო რა წერია ფურცელზე. ამიტომ ვყიდულობთ ჩვეულებრივ რვეულებს და იქ ვაწერინებთ“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი და მათემატიკის მასწავლებელი ნაზან სერაპიანი და ამატებს, რომ გარდა რვეულების პრობლემაა სახელმძღვანელოებიც, - „ბევრი შეცდომაა თარგმანში, გარდა ამისა, გეგმას არ მიჰყვება წიგნები. მეოთხე კლასამდე 1 000–ის ფარგლებში სწავლობენ, შემდეგ კი პირდაპირ მილიონებზე გადადიან“.

იგივე პრობლემა აქვს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელს ხატია მეკოკიშვილსაც, - „ძველებს ვეღარ ვასუფთავებთ, ამიტომ ჩვენი ხარჯებით „ვაქსეროქსებთ“ და ისე ვურიგებთ ბავშვებს“.

ის, რომ მოსწავლის რვეულებთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ, გვიდასტურებს ოლავერდის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ალვარდ ნერსესიანიც, - „ხუთი წლის წინ შემოიტანეს ახალი წიგნები და რვეულები, მას შემდეგ არა. ძალიან ძნელია ძველი რვეულები რომ არ გვაქვს“.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებში ახალი წიგნები ახალი სასწავლო წლიდან შევა, - „ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, უკვე მომზადებულია სახელმძღვანელოები, რომელიც თარგმნის პროცესშია და ახალი სასწავლო წლისთვის, ახალი წიგნები ყველა საგანში იქნება“.

რაც შეეხება „ქართული, როგორც მეორე ენის“ ახალი სახელმძღვანელოების სკოლებში შეტანას, ეს 2018 წელს იგეგმებოდა, თუმცა გრიფირება ვერ გაიარა,- „2019 წელს კვლავ გამოცხადებულია კონკურსი „ქართული, როგორც მეორე ენის“ სახელმძღვანელოზე, რომლის შეფასებაც განხორციელდება მიმდინარე წლის ზაფხულამდე და გრიფის მინიჭების გადაწყვეტილება გამოცხადდება არაუგვიანეს 17 ივნისისა“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 65 საჯარო სკოლაა, აქედან 55 სომხურენოვანია.

მეხუთე წელია ჯავახეთის სომხურ სკოლებში მოსწავლის რვეულები არ აქვთ

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ
ახალციხის სომხურ სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა
ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]
ახალციხეში ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში დაიწყო