FM97.5 / LIVE

ახალციხეში კომაროვის საშაბათო სკოლა იხსნება

მთავარისიახლე, განათლება 11.04.2019
ახალციხეში, კომაროვის საშაბათო სკოლაში მოსწავლეებს მესამედან მეექვსე კლასის ჩათვლით მიღეებენ. გაკვეთილები აქ კვირაში ერთ დღეს, შაბათს ან კვირას ჩატარდება.

ახალციხეში კომაროვის საშაბათო სკოლა იხსნება

თბილისში არსებული კომაროვის საშაბათო სკოლა ფუნქციონირებას რეგიონებშიც იწყებს. აქ სასწავლებელად, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს მიიღებენ. სკოლაში გაკვეთილებს კომაროვის მიერ შერჩეული კვალიფიციური პედაგოგები ჩაატარებენ და ხანგრძლივობა სამი საათი და 15 წუთი იქნება. გაკვეთილები ძირითადად შეეხება კომაროვის შაბათის სკოლაში აპრობირებულ კლასგარეშე საკითხებს, რომლებიც აზროვნებაზე და ლოგიკაზეა დაფუძნებული. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს ექნებათ სამი შემაჯამებელი წერა, რომელთაგან ბოლოს წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ჩაირიცხებიან კომაროვში.

გადასახადი თვის განმავლობაში 50 ლარი იქნება, რაც ჯამში ოთხ მეცადინებას მოიცავს. სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები ბავშვები გადასახადისგან თავისუფლდებიან, ასევე, შეღავათი შეეხებათ დედმამიშვილებს. მოცემულ შემთხვევაში ერთი გადაიხდის მთლიან თანხას, ხოლო მეორე და შემდეგი გადაიხდის ნახევარს, ანუ 25 ლარს.

სკოლა გახსნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 13 აპრილს, 13:00 საათზე. მის: ახალციხე, კოსტავას ქუჩა N18, მერიის ადმინისტრაციული შენობა. შეხვედრაზე დაინტერესებული მშობლები გაეცნობიან ინფორმაციას კომაროვის საშაბათო სკოლის მიზნებისა და სწავლების მეთოდების შესახებ და შეძლებენ ბავშვების დარეგისტრირებას.

[sknews.ge]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 11 აპრილი [Audio]
პირველი სკოლა სწავლის დაწყებას მესამე სკოლაში იზეიმებს
წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი
FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ახალციხის 8 სკოლაში 421 პირველკლასელი მივიდა
სოფელ ღორთუბანში გაკვეთილები საცხოვრებელ სახლში ტარდება