FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ უკანონო მშენებლობა არც შეაჩერა და არც მესაკუთრეები დააჯარიმა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 10.04.2019
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, ორმა ოჯახმა აივნების უკანონო მშენებლობა დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მერია სამუშაოების შესახებ იცოდა, უწყებას არც პროცესი შეუჩერებია და არც მფლობელები დაუჯარიმებია.

ახალციხის მერიამ უკანონო მშენებლობა არც შეაჩერა და არც მესაკუთრეები დააჯარიმა

ახალციხეში, ასპინძის ქუჩის N26-ში მდებარე ხუთსართულიან კორპუსში მცხოვრები გიორგი ბლუაშვილი და გიორგი ოქრომელიძე რომ აივნებს უკანონოდ აშენებდნენ, ამის შესახებ ახალციხის მერიამ „სამხრეთის კარიბჭისგან“ 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს შეიტყო. დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ უწყებისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: „გიორგი ბლუაშვილსა და გიორგი ოქრომელიძეს მიეცათ წერილობითი მითითება თავიანთ მფლობელობაში არსებული აივნების უნებართვოდ წარმოებულ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით“.
რას გულისხმობდა მითითებაში, მერიას მაშინ არ დაუკონკრეტებია.

მას შემდეგ რაც მშენებლობა დასრულდა, „სამხრეთის კარიბჭემ“ მერიას კიდევ ერთხელ მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რეაგირება მოჰყვა ასპინძის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობას.

„ახალციხეში, ასპინძის 26-ში მცხოვრები გიორგი ბლუაშვილსა და გიორგი ოქრომელიძეს მიეცათ წერილობითი მითითება თავიანთ მფლობელობაში არსებული აივნების ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი ნებართვის გარეშე წარმოებულ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეჩერებასთან და დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით. მოქალაქეებს - გიორგი ბლუაშვილსა და გიორგი ოქრომელიძეს დაწყებული აქვთ აღნიშნული მითითების შესრულებასთან დაკავშირებული სამუშაოები“ - გვიპასუხეს უწყებიდან.

რას გულისხმობს დასრულებული მშენებლობის შეჩერებაში მერია, ან რა მითითებებს ასრულებენ ბლუაშვილი და ოქრომელიძე ამ შეკითხვებზე პასუხი ახალციხის მერიიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ მივიღეთ. ქალაქის მერი კი აღნიშნულ ფაქტს ვერ იხსენებს: „ქალაქში ბევრი უკანონო მიშენებაა, არ ვიცი რას მეკითხებით“.

ჟურნალისტებთან საუბარი არც ბლუაშვილებსა და ოქრომელიძეებს სურთ. „კანონდებლობის შესაბამისად ყველაფერს მოვაწესრიგებთ“ - ესაა ერთადერთი, რასაც მათგან ვისმენთ.

მიუხედავად იმისა, გასცემს თუ არა მერია უკვე აშენებულ აივნებზე მშენებლობის ნებართვას, იურისტები ამბობენ, რომ ორივე ოჯახი უნდა დაჯარიმდეს.

„უკანონონო მშენებლობასთან დაკავშირებით მკაცრი რეგლამენტაციაა და შენობას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნდეს. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მას ვინც უკანონოდ მიაშენა აივნები, უნდა მიეცეს კონკრეტული ვადა დოკუმენტების წარმოსადგენად. ეს დოკუმენტები კი არის, მაგალითად, გეოლოგიური და სეისმოლოგიური დასკვები, რაც შენობის სიმყარეს ადასტურებს. მათ წარმოდგენის შემთხვევაშიც კი კანონი მაინც დაჯარიმებას ითვალისწინებს“, – ამბობს საიას იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

„სამხრეთის კარიბჭე“ მერიას კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ, ასევე წერილობით მიმართავს. ამჯერად, იმის გარკვევას შევეცდებით რას აპირებს მერია მშენებლობების დასრულების შემდეგ - დაანგრევინებს თუ დააკანონებს უკანონო აივნებს.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძის ქუჩაზე უკანონო მიშენებებისთვის მერიიდან წერილობითი მითითებები მიიღეს
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, N26 კორპუსში აივნებს უკანონოდ აშენებენ
ქალაქის მერია ახალ შენობაში გადასვლას აპრილის ბოლოს გეგმავს
‘გაფრთხილების წერილი გავუგზავნეთ’ - მერია თამარაშვილის ქუჩის მშენებლობაზე
კერძო პირისათვის რაბათში მაღაზიის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს
TDI – იმ  ადიგენის მერიას  სასამართლო პროცესი მოუგო