FM97.5 / LIVE

‘დაბრუნება და განათლების სისტემის შეცვლა მინდა’–თედო რეხვიაშვილი, მხატვარი ნიუ–იორკიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.04.2019
28 წლის ქართველი არტისტი ერთი წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო მეგაპოლისში იცხოვრებდა, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში მოუსმენდა თანამედროვე მხატვრებს, ხოლო მის ნახატებს ხელოვნების გავლენიანი კრიტიკოსები და ჰოლივუდის ვარსკვლავები შეაფასებდნენ.

‘დაბრუნება და განათლების სისტემის შეცვლა მინდა’–თედო რეხვიაშვილი, მხატვარი ნიუ–იორკიდან

დილის შვიდ საათზე უკვე მეტროშია. აკადემიამდე მისასვლელად ერთი საათი სჭირდება. გზად ხატავს ან კითხულობს. ოცნება, ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში ესწავლა, უკვე წარსულია, ახლა მის ცხოვრებაში ახალი სირთულეების გადალახვის დროა.

„აქაური სივრცე მუდმივ დინამიკაში მამყოფებს, ყველა წამი გათვლილია. დგები, მიდიხარ უნივერსიტეტში, უსმენ არტისტ ლექტორებს, შუადღეს დიდი შესვენება და ექვსამდე ისევ ლექციები. მაგრამ თავისუფალი დროის გამონახვას მაინც ვახერხებ, გავდივარ ბიბლიოთეკებში, ქალაქის უზარმაზარ მუზეუმებში“.

ნიუ–იორკის სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურაში სწავლა შარშან, სექტემბერში დაიწყო. კომპოზიციას, ხატვას, ფერწერას, ანატომიურ ხატვასა და ხელოვნების ისტორიას ეუფლება. აკადემიურ სივრცეზე საუბრისას, ყურადღებას ლექტორებსა და პროფესორებზე ამახვილებს, შემოქმედებით თავისუფლებას მაძლევენო, ამბობს: „ესენი არ არიან ყოფილი მხატვრები, როგორც ჩვენთან. ვინც მასწავლიან, ყველა მოქმედი და მსოფლიოში სახელგანთქმული არტისტები არიან. ზოგადად სტრუქტურა სულ სხვანაირია, ლექციაზე შეიძლება რენესანსზე საუბრისას უახლესი მხატვარი ახსენონ, ძალიან ცოცხალი პროცესია“.

აკადემიის სამხატვრო სტუდიაში დარჩენა მუშაობა მაგისტრანტებს ღამის 12 საათამდე შეუძლიათ. თედოც ლექციების შემდეგ სტუდიაში რჩება და ხატავს.

‘დაბრუნება და განათლების სისტემის შეცვლა მინდა’–თედო რეხვიაშვილი, მხატვარი ნიუ–იორკიდანუკვე ორ მსხვილ გამოფენაში მონაწილეობდა. პირველი დეკემბერში გაიმართა, სახელწოდებით, Deck the Walls, სადაც სამი ფერწერული ტილო გამოფინა. სამივე გაიყიდა. მეორე, Tribeca Ball, სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოფენა, ნიუ–იორკში გუშინ გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ ნაომი უოტსი, ლივ შრეიბერი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები. გამოფენის შემდეგ კი მსახიობ ბრუკ შილდსის ინსტაგრამზე თედოს ნახატთან გადაღებული ფოტოც გამოჩნდა.

იმისთვის, რომ ნიუ–იორკში ესწავლა, შარშან, აგვისტოში მისმა მეგობრებმა სოციალური კამპანია წამოიწყეს. იმ 15 ათასიანი გრანტის გარდა, რომელიც თედომ მოიპოვა, სწავლისთვის კიდევ 24 ათასი დოლარი აკლდებოდა. გალერეა „ვანდას“ დახმარებით 42 ათასი ლარის ღირებულების ნახატები გაყიდა, დარჩენილი თანხის ნაწილი მეგობრების კამპანიით, გულშემატკივრებმა, ნაწილი კი ნიუ-იორკელმა ქართველებმა შეუგროვეს.

თედო რეხვიაშვილს გაისად ნიუ–იორკის სამხატვრო აკადემიის მაგისტრის ხარისხი ექნება. სჯერა, რომ მალე ხელოვანის ვიზასაც აიღებს, შეერთებულ შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც მუშაობისა და გამოფენებში მონაწილეობის ფართო შესაძლებლობა გაუჩნდება. ამისთვის თედო ყველა იმ ადამიანს უხდის მადლობას, ვინც ოცნების ასრულებაში დაეხმარა.

წინ დიდი გეგმები აქვს, თუმცა საკუთარ თავს მაინც საქართველოში ხედავს. დაბრუნებას და განათლების პოლიტიკაზე მუშაობას ფიქრობს. „მინდა საგანმანათლებლო სივრცეში ცვლილებების შეტანა. ამაში ჩემს ცოდნას და მსოფლიოს არტკრიტიკოსებთან კონტაქტებსაც გამოვიყენებ. ჩვენ ვართ ერთი სხეული, ჩვენს ხელშია ჩვენი სამშობლო, არ უნდა მოვდუნდეთ, ახალი სისხლის გადასხმა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და უნდა ვიბრძოლოთ ახალი თაობისთვის, რომელიც ზნეობაზე და განათლებაზე იქნება ორიენტირებული“.

ნიუ–იორკში წასვლამდე, თბილისში საკუთარ სახელოსნოში ორასამდე ახალგაზრდას ხატვას ასწავლიდა. თედო არც მათ მიტოვებას აპირებს.

რა ენატრება? - „ჩორჩანი, დედას სოფელია, მოხეც, მამა იქიდანაა. ჩემი ბავშვობა იქაა“.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

გრანტი ნიუ–იორკის სამხატვრო აკადემიაში – რატომ ითხოვს მხატვარი ფინანსურ დახმარებას
ადიგენში კედლები მოხატეს [Photo]
ახალციხის სამხატვრო სკოლაში სააღდგომო გამოფენა გაიმართა [ფოტო]
‘ჩემი ქალაქი’– გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში
ახალციხის სამხატვრო სკოლის გამოფენა ბათუმში
”ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა’’
ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგების პირველი გამოფენა