FM97.5 / LIVE

‘ბიძინამ კარმები დაარიგა, ჩვენ ხმას ვინ მოგვცემს'– ‘ევროპელებს’ აბასთუმანში კანდიდატი არ ეყოლებათ

მთავარისიახლე, საზოგადოება, არჩევნები 10.04.2019
ადიგენში წარმოდგენილი სამი პოლიტიკური პარტიიდან აბასთუმნის N2 საარჩევნო უბანზე დეპუტატობის კანდიდატები მხოლოდ ორ მათგანს, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოლება. „ევროპული საქართველო“ კურორტზე კანდიდატს არ წარადგენს.

‘ბიძინამ კარმები დაარიგა, ჩვენ ხმას ვინ მოგვცემს'– ‘ევროპელებს’ აბასთუმანში კანდიდატი არ ეყოლებათ

სამი პარტიიდან ერთმა, „ქართულმა ოცნებამ“ აბასთუმანში კანდიდატი, გენადი ბოლქვაძე უკვე წარადგინა. უკვე შერჩეული ჰყავს კანდიდატი, თუმცა ჯერ მის ვინაობას არ ამჟღავნებს „ნაციონალური მოძრაობა“. „ეროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ კანდიდატის წარდგენას კურორტზე არ გეგმავენ.

„აბასთუმანიში არჩევნებში კანდიდატი არ გვეყოლება. რა აზრი აქვს, იქ დიდი ზეწოლები მიდის, მოსყიდვებია, აგერ ბიძინამ კარმებიც დაარიგა და ჩვენ ხმას ვინ მოგვცემს“, – ამბობს ადგიგენში „ევროპული საქართველოს“ შტაბის ხელმძღვანელი ადიგენში სიმონ პარუნაშვილი.

ადიგენში არჩევნები, მხოლოდ ერთ N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე გაიმართება. კურორტ აბასთუმანში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

ადიგენის საკრებულოში აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატი 2018 წლის ოქტომბრამდე ტარიელ ენდელაძე იყო. მძიმე ავადმყოფობის შედეგად მისი გარდაცვალების შემდეგ ეს პოზიცია თავისუფალია, ამიტომ აბასთუმანში დეპუტატს გაზაფხულზე აირჩევენ. ცესკო აბასთუმანში შუალედური არჩევნებისათვის 11 231 ლარს დახარჯავს.

[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]


21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

21.04.2019 სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს

21.04.2019 ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება

21.04.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში დეპუტატობის კანდიდატი ‘ოცნებიდან’ გენადი ბოლქვაძეა
აბასთუმანში, მაისში შუალედური არჩევნები გაიმართება
ცესკო შუალედური არჩევნებისთვის ადიგენში 11 231 ლარს დახარჯავს
აბასთუმანში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი მხოლოდ ‘ოცნებას’ ეყოლება
წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში
აბასთუმანში ბოლო დღეს ერთდროულად ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
ადიგენის საკრებულოს დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი გარდაიცვალა