FM97.5 / LIVE

ბოშური კულტურის გარეშე დარჩენილი ‘ბოშამაილა’

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.04.2019
მეცხრამეტე საუკუნეში ახალციხეში ბოშები გამოჩნდნენ. უბანს, რომელშიც დასახლდნენ თურქული სახელი, „ბოშამაილა“ ეწოდა. აქ ბოშები დღემდე ცხოვრობენ.

ბოშური კულტურის გარეშე დარჩენილი ‘ბოშამაილა’

ხუთასამდე ოჯახი ცხოვრობდა, ამიტომ მათ უბანს „ბოშამაილას“ ეძახდნენ, დღეს კი მათი რაოდენობა განახევრებულია.

„ბოშამაილა“ უბნის თურქული სახელწოდებაა, ქართულად ბოშების უბანს ნიშნავს. აქ ისინი 1829 წელს, მეფის რუსეთის ბრძანებით გადმოასახლეს.
სომხეთიდან გადმოსახლებულ ბოშებს ახალციხის ქუჩებში ხშირად შეხვდებით: „არ ვიცი რას აკეთებდნენ ჩემი წინაპრები, პაპაჩემიც და მამაჩემიც დოლებს აკეთებდნენ, ამიტომ მეც ეს საქმე გავაგრძელე“, – გვიყვება ადგილობრივი არამ აკოფიანი.

ბოშური კულტურის გარეშე დარჩენილი ‘ბოშამაილა’

ის ბოშაა, თუმცა ამბობს, რომ ბოშური ტრადიციები აღარ ახსოვს: „ბოშურ წესებში ვერ ვერკვევი, ძალიან ბევრი რამ მოხუცებმა იცოდნენ, მაგრამ ახლა ეგ წესები აღარ გვაქვს. ერთი ის ვიცი, რომ ბოშების ქალებმა მხოლოდ ბოლოკაბა უნდა ჩაიცვან, შარვალი არა“.

„მაგრამ ბოშების ქალები ახლა მოკლე შორტებით დადიან“, – ხუმრობით გამოეხმაურა არამს ქართველი მეუღლე.

99 წლის ანთო აკოფიანი უბანში ყველაზე მოხუცი ბოშაა. პროფესიით მეწაღეა: „მე აქ დავიბადე, ჩემი მამა–პაპაც აქ დაიბადა. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებთ, ჩვენ უბრალო მშრომელი ხალხი ვართ“, –გვიყვება ანთო და ამბობს, რომ ამ საკითხზე ბევრის თქმა არ სურს.

ბოშური კულტურის გარეშე დარჩენილი ‘ბოშამაილა’

„ბოშამაილაში“ მხოლოდ ბოშები არ ცხოვრობენ, ერთ–ერთი ასეთი ნაზი ქოსოიანია: „აქ რომ გადმოვედით, აღმოჩნდა, რომ გარშემო სულ ბოშები ცხოვრობენ. ჩემი შვილები ამ ხალხთან ერთად გაიზარდნენ და კარგის მეტი მათზე არაფრის თქმა შემიძლია. ძალიან მშრომელები არიან. ენაც აქვთ, მაგრამ მხოლოდ სახლში ლაპარაკობენ, გარეთ არ გამოაქვთ“.

ისტორიკოსი ცირა მესხიშვილი გვიყვება, რომ აქაური ბოშები თურქეთიდან გადმოასახლეს. საქართველოში გადმოსახლების შემდეგ კი ცხოვრების წესი შეიცვალეს: „მანამდე მომთაბარეები იყვნენ, აქ კი დაიწყეს საცერის და დოლის კეთება და სხვა ხელსაქმე, ისე კი ბოშები ძირითადად მათხოვრობასთან ასოცირდებოდნენ და ახლაც ასეა“.

„ბოშებს წარმომავლობა ინდური ფოშის ტომიდან იწყება. მათ ასიმილირების შემდეგ დაიწყეს სხვადასხვა მიწებზე გადასვლა, სადაც მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ჩვენთან სომეხი ბოშები, პასკევიჩის გადმოსახლების შემდეგ ცხოვრობენ. აქ გადმოსახლების შემდეგ, მათ დაიწყეს საკუთარი ხელობით ცხოვრება, მანამდე მომთაბარედ ცხოვრობდნენ“.

ბოშური კულტურის გარეშე დარჩენილი ‘ბოშამაილა’

1971 წლის რვა აპრილს, ლონდონში ბოშების პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომელსაც 30 ქვეყნიდან დაესწრნენ. ამ დღეს ბოშებმა მიიღეს ნაციონალური სიმბოლოები: დროშა და ეროვნული ჰიმნი, ხოლო თავი მსოფლიოს თავისუფალ ნაციად გამოაცხადეს. ბოშათა დღეც ამის შედეგად გაჩნდა.

2012 წლის რვა აპრილს აშშ სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ნათქვამია, რომ „დღეს ბოშები ადამინის უფლებებისა და ღირსებისათვის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან. სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ბოშათა უმცირესობების დასაცავად და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ბოშათა პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობები. ბოშები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, იმსახურებენ უკეთეს და ნათელ მომავალს“.

ევროპაში დაახლოებით, 10-დან 12 მილიონამდე ბოშა ცხოვრობს. უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის 2009 წლის კვლევის მიხედვით საქართველოში 1000-მდე ბოშა ცხოვრობს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 ახალციხეს 'კინობასი' ეწვევა

26.06.2019 მძლეოსნობაში საქართველოს პირველობა ახალციხის მესამე და მეხუთე სკოლების გუნდებმა მოიპოვეს

26.06.2019 ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დაწერილი დასახელებები ივლისიდან შეიცვლება

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

‘ირმების ოჯახსაც ვიცნობ, ვიცი სადაც ცხოვრობენ’ – ნაკრძალში გატარებული 35 წელი
გახუმრებით დაწყებული ტაქსისტობა [Photo]
აწყურში სამშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს
11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე
2012 წლის არჩევნების შემდეგ, უმცირესობათა დასახლებებში ‘უკეთეს მდგომარეობაში’ მხოლოდ 8%–ია
ახალციხეში 79 წლის ელენა აკოფიანი დაიკარგა
დაძაბულობა დუხობორთა სოფლებში