FM97.5 / LIVE

სააპელაციომ რვა ქუჩის საქმეზე თამაზ პეტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

მთავარისიახლე, სამართალი 08.04.2019
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა და ძალაში დატოვა.

სააპელაციომ რვა ქუჩის საქმეზე თამაზ პეტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე, „მესხეთი ავტოგზის“ ხელმძღვანელის თამაზ პეტაშვილისა და რაიონული პროკურატურის სარჩელი დღეს, რვა აპრილს განიხილა.

სასმართლომ არც პროკურატურისა და არც პეტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე „მესხეთი ავტოგზის“ ხელმძღვანელი თამაზ პეტაშვილი სახელმწიფოს კუთვნილი ფინანსების მითვისების დახმარებაში უდანაშაულოდ სცნო, ხოლო ყალბი დოკუმენტის დამზადებაში გაამტყუნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ორივე მხარემ გაასაჩივრა: პეტაშვილი იმ ნაწილში, რომელშიც გაამტყუნეს, გამართლებას ითხოვდა, პროკურატურა კი იმ ნაწილში, რომელშიც ბრალდებული გაამართლეს, მის გამტყუნებაზე ჩიოდა.

როგორც თამაზ პეტაშვილის ადვოკატი დავით მუმლაძე აცხადებს, კანონით დადგენილ ვადებში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 26 დეკემბერს გამოიტანა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა „მესხეთი ავტოგზის“ ხელმძღვანელი თამაზ პეტაშვილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებაში დამნაშავედ სცნო და 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეს სააპელაციოში პროკურატურაც ასაჩივრებს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილს განაჩენი გამოუტანეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მუშები დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე „მესხეთ ავტოგზის“ ორი მუშა დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე გამომძიებლები დაკითხეს
აბასთუმნის სკოლის საქმეზე  სასამართლომ  სარჩელი არ დააკმაყოფილა