FM97.5 / LIVE

’40-მდე მოსწავლით გარეთ ვრჩები’– ახალციხეში მოკრივეებისთვის სავარჯიშო ადგილი ვერ გამოინახა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.04.2019
ახალციხეში კრივის მწვრთნელმა მესამე სკოლის დარბაზი ერთ თვეში უნდა დატოვოს, თუმცა ქალაქში თავისუფალი სივრცე, სადაც მოსწავლეები ივარჯიშებენ, არ არის.

’40-მდე მოსწავლით გარეთ ვრჩები’– ახალციხეში მოკრივეებისთვის სავარჯიშო ადგილი ვერ გამოინახა

კრივის მწვრთნელს გევორქ შუშანიანს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ახალციხის მესამე სკოლის დარბაზის დასაცლელად ერთთვიანი ვადა მისცა, ამიტომ ქალაქში თავისუფალი ფართის მოძიების მიზნით მან ახალციხის მერს ზაზა მელიქიძეს მიმართა.

„ერთი თვე რომ გავა, წარმოდგენა არ მაქვს სად უნდა წავიდეთ მე და ჩემი მოსწავლეები. არ ვიცი რა იქნება. მერთანაც კი ვიყავი მისული, მაგრამ იმედი არ მაქვს არაფრის. არადა აგვისტოში თბილისში ევროპის ჩემპიონატი ტარდება 2005–2006 წლიანებში და გვინდა, რომ მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ როგორ, ან სად უნდა მოვემზადოთ აღარ ვიცი“, – ამბობს შუშანიანი.

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ ქალაქში თავისუფალი სივრცე, სადაც მოკრივეები ვარჯიშს შეძლებენ, არ არის: „ამ ეტაპზე ფართი არ გვაქვს მუნიციპალიტეტში. თუმცა, სადაც საცუარაო აუზი შენდება, სამომავლოდ იქ იქნება ერთ–ერთი დარბაზი სპორტის სხვადასხვა კლუბებისთვის. კონკრეტულს ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ჯერ განხილვის პროცესშია ყველაფერი“.

ახალციხის მესამე სკოლაში კრივის მწვრთნელს სკოლის საკუთრებაში არსებული სპორტის დარბაზი უკვე წელიწადზე მეტია ნებართვის გარეშე უკავია. პირველ აპრილს, მას დარბაზის დაცლა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოსთხოვა, რის გამოც 40 მოსწავლე სავარჯიშო სივრცის გარეშე რჩება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში კრივის მწვრთნელს აღსრულების ბიურომ დარბაზი დააცლევინა
ახალციხეში აღსრულების ბიურო კრივის მწვრთნელს მესამე სკოლის დარბაზს ატოვებინებს
ახალციხეში კრივის ჩემპიონატი გაიმართა
78 წელი სპორტის სამსახურში
სპორტის გაკვეთილების ჩასატარებლად სკოლების უმრავლესობას დარბაზი არ აქვს
ანსამბლი „მესხეთი“ გარემონტებულ პირველ სკოლაში დაბრუნდა
ახალციხეში კრივის საქალაქთაშორისო ტურნირი გაიმართა [ფოტო]