FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურს წელიწადნახევარია ხელმძღვანელი არ ჰყავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.04.2019
ახალციხეში, თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს. მუნიციპალიტეტის მთავარი სამსახური წელიწადნახევარია ხელმძღვანელის გარეშე მუშაობს.

ახალციხის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურს წელიწადნახევარია ხელმძღვანელი არ ჰყავს

ახალციხის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია, 2017 წლის პირველი დეკემბრიდან ვაკანტურია, მანამდე კი ამ პოზიციას თვითმმართველ ქალაქში გელვასი გელაძე, ხოლო თემში ემზარ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა.

ახლა, ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გელვასი გელაძე ინფრასტრუქტურულ საკითხებში მერის მრჩეველია. როგორც მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, იგი ამ პოზიციაზე გამარტივებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შემდეგ დაინიშნა.

მიუხედავად იმისა რომ წელიწადნახევარია, რაც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს გელვასი გელაძე ამბობს, რომ ამ სფეროში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა არ სურს, ამიტომ არცერთ კონკურსში მონაწილეობაც არ მიუღია.

„უკვე 70 წლის ვარ, არ ვფიქრობ, რომ სამსახურის უფროსი უნდა ვიყო და არც სურვილი გამომითქვამს, აღარ შემიძლია იმ გრაფიკით მუშაობა და იმდენი პასუხისმგებლობების შესრულება, რაც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ავალია, სადაც ვარ შედარებით ნაკლები სამუშაო მაქვს და ეს ჩემთვის საკმარისია“, – განუცხადა „სმახრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო საუბარში მერის მრჩეველმა ინფრასტრუქტურლულ საკითხებში გელვასი გელაძემ.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებში მერის მრჩევლის უფლება–მოვალეობები თითქმის ერთი და იგივეა, ორივე მათგანს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების კონტროლი და ზედამხედველობა ევალება. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ მრჩეველი დოკუმენტებს ხელს არ აწერს და მხოლოდ კონსულტაციებით შემოიფარგლება.

ბოლოს, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის პოზიციაზე კონკურსი იანვარში გამოცხადდა. საკონკურსო კომისიის ერთ–ერთი წევრი და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ აღნიშნულ პოზიციაზე ვერცერთმა კონკურსატმა საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა: „ამ სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევა ძალიან რთულია. მან ძალიან კრაგად უნდა იცოდეს სამშენებლო საქმეები, ასევე, ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენა–შეფასებაში. სამწუხაროდ ვერ ხერხდება ასეთი კვალიფიციური კადრის მოძიება“.

მარინა გაჩეჩილაძის თქმით, ერთ–ერთი მიზეზი, დაბალი ანაზღაურებაცაა: „ისეთები იღებენ კონკურსში მონაწილეობას ვინც მშენებლობისგან ძალიან შორს არის და სულ სხვა სპეციალობა აქვს. გამოცდილი კადრები კი სხვაგან მიდიან, თუნდაც კერძო სამსახურებში. მიზეზი ისაა, რომ საჯარო სამსახურებში დაბალი ანაზღაურებაა. ჩვენი გამოზრდილი კადრებიც კი წავიდნენ სხვაგან, იმიტომ რომ იქ ხელფასი მეტი აქვთ“.

მისივე თქმით, ანალოგიურია პრობლემა სხვა მუნიციპალიტეტებშიც: „კვალიფიციუური კადრების პრობლემა სხვა რეგიონებშიცაა“.

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელს ახალციხის მერიის საკონკურსო პირობების მიხედვით მოეთხოვება საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა. უმაღლესი განათლება და ინფრასტრუქტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთი წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ორი წელი ამ პოზიციის დაკავების მსურველს, ხელმძღვანელად უნდა ჰქოდნეს ნამუშევარი. ასევე უნდა იცოდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამები, ანაზღაურება კი 1 750 ლარია.

ვიდრე მერია ამ პოზიციაზე, შესაბამის კადრს შეარჩევს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობას შოთა მერაბიშვილი ასრულებს. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სამსახურის ხელმძღვანელის არ ყოფნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ აფერხებს.

ამ დროისათვის, ახალციხის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში ოთხი განყოფილებაა, სადაც მხოლოდ ერთი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაა ვაკანტური, საერთო ჯამში სამსხურს 12 თანამშრომელი ჰყავს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე თანამშრომლები შეარჩია
ახალციხის მერიაში 17 პოზიციის დაკავება 80 კონკურსანტს სურს
ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა
ახალციხის თვითმმართველობაში 11 პოზიცია ვაკანტურია
ახალციხის მერიას 13 ახალი თანამშრომელი ჰყავს
ახალციხის მერიაში 17 კონკურსანტის  შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა