FM97.5 / LIVE

ვარძიის პირდაპირ კომპანია 'ნიალა' მესხური სოფლის მსგავს სასტუმროს უკანონოდ აშენებდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.04.2019
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია „ნიალა“ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის პირდაპირ, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას უკანონოდ გეგმავდა. შპს შარშან გამოეყო კომპანიას, რომელშიც წილის 50% მოსკოვის ყოფილი ვიცე მერი, ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე ფლობს.

ვარძიის პირდაპირ  კომპანია 'ნიალა'  მესხური სოფლის მსგავს სასტუმროს უკანონოდ აშენებდა

ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ვარძიის ისტორიული სამონასტრო კომპლექსის პირდაპირ, ხელოვნურად დატერასებულ ფერდობზე, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. პროექტი ასპინძის მერიაში დასამტკიცებლად, 2018 წლის 4 დეკემბერს წარადგინეს. მშენებელი ამბობს, რომ მითითება სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღო. ემზარ ასპანიძის თქმით, ოფიციალური მითითების შემდეგ, ტერიტორიაზე ყველა სამუშაო შეჩერდა.

აღნიშნული ტერიტორია 13 873 კვადრატული მეტრი კომპანია "ნიალას" საკუთრებაა. თავად ეს შპს კი შარშან გამოეყო კომპანიას, რომელშიც წილის 50 პროცენტს მოსკოვის ყოფილი ვიცე მერი, ბიზნესმენი ნიკოლოზ იგივე სოსო ორჯონიკიძე ფლობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მიწის მფლობელ ბიზნესმესმენს უარი არამხოლოდ სასტუმროს, არამედ იმ საცალფეხო ბილიკების მოწყობაზეც უთხრა, რომელსაც ისინი ამ ტერიტორიაზე გეგმავდნენ. ეროვნული კატეგორიის ისტორიული ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში ერთადერთი ნებართვა ტერიტორიის გამწვანებაზე გაიცა.

ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და უნებართვო მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით, "საყდრისის კომიტეტმა" შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა. ისინი მხარდაჭერას საზოგადოებისგანაც ითხოვენ. ვრცლად მასალის სანახავად გადადით ლინკზე.

ვარძიის პირდაპირ  კომპანია 'ნიალა'  მესხური სოფლის მსგავს სასტუმროს უკანონოდ აშენებდა

[sknews.ge]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2019 ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

24.05.2019 'ბედნიერებაა, როცა საკუთარ სკოლაზე ზრუნავ'– ეკოდამცველები ლელოვნის სკოლიდან [ვიდეო]

24.05.2019 ასპინძაში, ხუთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

24.05.2019 'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'– ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სამუშაოები სააგენტოს უარის მიუხედავად მიმდინარეობდა-ანთიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე
მშენებლობა ვარძიაში არღვევს ისტორიულ ლანდშაფტს – ძეგლთა დაცვა გარემოს დაცვას მიმართავს
‘თუ უარს გვეტყვიან, თუთის ხეებს დავრგავ’–ემზარ ასპანიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე
სააგენტო ვარძიასთან უკანონო მშენებლობაზე: კომპანიამ ტერიტორიას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს
ვინ არის მოსკოველი ბიზნესმენი, რომელიც ვარძიაში სასტუმროს აშენებს
ვინ ფლობს ვარძიის მიმდებარედ მიწის ნაკვეთებს
სასტუმროს უკანონო მშენებლობა თუ გამწვანებისთვის მოწყობილი ტერასები - რა ხდება ვარძიასთან [Photo/Video]