FM97.5 / LIVE

კოპაძეს და მკოიანს გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხი სხვა კანონპროექტში აერია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.04.2019
"ქართული ოცნების" დეპუტატებს კანონპროექტები აერიათ და გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტი ჩააგდეს. „ქართული ოცნების“ 36 დეპუტატს შორის, რომლებმაც მწვანე ღილაკს თითი არ დააჭირა, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანიცაა.

კოპაძეს და მკოიანს გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხი სხვა კანონპროექტში აერია

აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო on.ge ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ 36–მა დეპუტატმა ხმაური მოიმიზეზეს და დამატებითი კენჭისყრა მოითხოვეს. ხმაური პარლამენტის თავმჯდომარისთვის ირაკლი კობახიძისთვის არგუმენტი არ აღმოჩნდა და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართა.

გიორგი კოპაძეს და ენზელ მკოიანს „სამხრეთის კარიბჭე“ ვერ დაუკავშირდა. ენზელ მკოიანის ტელეფონს მისმა მძღოლმა უპასუხა: „დეპუტატის ტელეფონი მე მაქვს, საქმეზეა გასული, და ვერ გეტყვით როდის დაბრუნდება“. გიორგი კოპაძემ კი მოგვწერა, რომ მოგვიანებით დაგვიკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხუთ აპრილს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი საგამოცდო რეფორმის შესახებ. ამ კანონით სკოლებში გამოსაშვები გამოცდები უნდა გაუქმებულიყო.

საკითხს, რომელიც განათლების სამინისტროს დაჩქარებული წესით გამოიტანა, მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, კანონის მისაღებად 63 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, პარლამენტი გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტს ხელმეორედ უახლოეს პლენარულ სხდომაზე — 16 აპრილს უყრის კენჭს.

[sknews.ge]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხს განმეორებით კენჭისყრაზე 16 აპრილს გაიტანენ
გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხს კენჭს დღეს, 8 აპრილს უყრიან
პარლამენტმა გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტს მხარი არ დაუჭირა
პარლამენტში გენდერულ კვოტირებაზე კანონპროექტი ჩავარდა
პარლამენტმა სკოლის გამოსაშვები გამოცდები გააუქმა
საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
ხვალ, 21 მაისს, საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები იწყება