FM97.5 / LIVE

გარბენში რეგიონის პირველობა ახალციხის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მოიპოვეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.04.2019
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის ფარგლებში, გარბენში სამცხე–ჯავახეთის რეგიონის პირველობა გოგონებში ახალციხის მეექვსე სკოლამ მოიპოვა, ვაჟებში კი ახალციხის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

გარბენში რეგიონის პირველობა ახალციხის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მოიპოვეს

რეგიონიული შეხვედრა ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე დღეს, ექვს აპრილს გაიმართა. გარბენში ერთმანეთს ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომის და ნინოწმინდის საჯარო სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები ეჯიბრებოდნენ.

ვაჟებში პირველ ადგილზე გავიდა ახალციხის მესამე სკოლის გუნდი, მეორეზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ რველის საჯარო სკოლა, ხოლო მესამეზე ასპინძის, სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა.

რაც შეეხება გოგონებს, პირველი ადგილი ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის გუდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტოლოშის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.

ჯამში დღევანდელ შეჯიბრში მონაწილეობას ცხრა სკოლის გუნდი იღებდა.

პირველ ადგილზე გასული გუნდები მონაწილეობას ზონალურ თამაშებში მიიღებენ.

დღესვე, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდება რეგიონული თამაში მინიფეხბურთშიც, რომელიც ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებაარე სტადიონზე ჩატარდება.

შეჯიბრი 14:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ექვსი გუნდი მიიღებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.02.2020 ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმინდეს

14.02.2020 JNEWS.ge უკვე ქართულ ენაზე

14.02.2020 დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია

14.02.2020 ხაშური-აწყურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ფრენბურთში რეგიონის პირველობა ახალქალაქის და ასპინძის გუნდებმა მოიპოვეს
მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს
ტოლოშის სკოლის გოგონათა  გუნდი გარბენში საქართველოს ჩემპიონი გახდა
მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა
მინიფეხბურთში ბორჯომის გუნდმა გაიმარჯვა
მაგიდის ჩოგბურთში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019'–ის ფინალი გაიმართა
ფრენბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის მერიის გუნდმა მოიპვა