FM97.5 / LIVE

'იმედი მაქვს, ჩემს რეკორდს მოხსნიან' – ვეტერანი ძალოსანი ახალციხიდან [Photo\Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.04.2019
71 წლის გრიგოლ ტაბატაძე 16 წლიდან სპორტით ცხოვრობს. უამრავ სპორტულ წარმატებასთან ერთად, სპორტის ოსტატი ახალციხის რეკორდსმენია. მან 1971 წელს 150 კილოგრამიანი შტანგა ასწია და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

'იმედი მაქვს, ჩემს რეკორდს მოხსნიან' – ვეტერანი ძალოსანი ახალციხიდან [PhotoVideo]

ახალციხის პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გრიგოლი მუდმივად სპორტით არის დაკავებული: „ინსტიტუტში სწავლის პერიოდში შეჯიბრებებზე სულ პირველ ადგილს ვიღებდი, ამიტომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებში ამიყვანეს“.

პირველ დიდ წარმატებას 1971 წელს მიაღწია. ახალციხის რეკორდიც მაშინ დაამყარა: „1971 წელს საქართველოს პირველობაზე გამოვედი, 150 კილოგრამი ავიკარი და ჩემპიონი გავხდი. ეს ახალციხის რეკორდია და ჯერ-ჯერობით მყარად დგას, არავინ გამოჩენილა ამის ამდენის ამწევი. სპორტის ოსტატის წოდებაც მაშინ მომცეს. საერთაშორისო ტურნირებზეც მიმიღია მონაწილეობა. პირველობა არა, მაგრამ საპრიზო ადგილებზე ყოველთვის გავდიოდი“.

ამბობს, რომ სირთულეებს ყოველთვის მარტივად ძლევდა: „საქართველოს პირველობაზე უნდა გამოვსულიყავი და წელის ტრამვა მივიღე, ეს იყო რაც მწარედ მახსოვს. სხვა ისეთი, რომ რაიმე წინაღობა ვერ დამეძლია, არ მახსენდება.




გრიგოლი 1991 წლიდან ახალციხის სპორტსკოლაში მწვრთნელად მუშაობდა, 2006 წლიდან კი ამავე სკოლის დირექტორია და თავის გამოცდილებას ახალ თაობებს გადასცემს.

„ვცდილობთ არამხოლოდ ძალოსნობა, არამედ სხვა სახეობებიც წამოვწიოთ წინ. იმედის მომცემი სპორტსმენი გვეზრდება კრივში. კიკბოქსინგში საქართველოში პირველი ადგილებიც მოვიპოვეთ. გვინდა, რომ სხვადასხვა სპორტის სახეობებში რაც შეიძლება მეტი წარმატებული სპორტსმენი გვყავდეს“.

კითხვაზე, უნდა თუ არა, რომ მისი რეკორდი მოიხსნას, ვეტერანმა ძალოსანმა ასე გვიპასუხა: „ძალიან მესიამოვნება, თუ ვინმე ისეთი გამოჩნდება ჩვენს სკოლაში, ვინც ჩემს რეკორდს მოხსნის. უფრო მეტიც, იმედია წამოვლენ ისეთები, ვინც გავლენ საერთაშორისო ტურნირებზე და ჩემპიონები გვეყოლება. რომ გამოაცხადებენ, ახალციხელმა დაამყარა რეკორდი, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?“.

6 აპრილს გაეროს მიერ სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება, სახელწოდებით - „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“.

'იმედი მაქვს, ჩემს რეკორდს მოხსნიან' – ვეტერანი ძალოსანი ახალციხიდან [PhotoVideo]

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე–ახალციხე]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

78 წელი სპორტის სამსახურში
პრემიერი - საქართველო სპორტის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
'უნიჭო ბავშვი არ არსებობს' – მზევინარ მჟავანაძე წარმატებული მასწავლებელი ახალციხიდან
ადიგენელი ახალგაზრდა მსოფლიო რეკორდისათვის ემზადება [Photo/Video]
საფეხური: სპორტის მასწავლებლები გამოწვევების წინაშე [Audio]
ბაკურიანი 'სკი კროსში' საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს
ახალციხელმა არტაშეს ელბაქიანმა გინესის რეკორდი მოხსნა [Photo]