FM97.5 / LIVE

გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხს განმეორებით კენჭისყრაზე 16 აპრილს გაიტანენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.04.2019
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, კანონპროექტის, რომელიც სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხება, საბოლოო კენჭისყრა 16 აპრილს გაიმართება. მისი თქმით, გუშინ, ხუთ აპრილს სასკოლო გამოცდების რეფორმის დამტკიცება ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დასრულდა.

გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხს განმეორებით კენჭისყრაზე 16 აპრილს გაიტანენ
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს საქართველოს მთავრობამ წარუდგინა და საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავდა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხებოდა.

გუშინდელ სხდომაზე აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცა მისაღებად 63 ხმა იყო საჭირო.

„პირველ რიგში ძალიან ვწუხვარ, რომ ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დასრულდა სასკოლო გამოცდების რეფორმის დამტკიცება.მინდა დაგარწმუნოთ, რომ კანონპროექტმა უკვე წარმატებით გაიარა 5 ეტაპი - 3 საკომიტეტო და 2 პლენარულ სესიაზე განხილვა და კენჭისყრა.
პროცედურულად დარჩენილია მხოლოდ 1 დასკვნითი კენჭისყრა, რომელიც დასრულდება უახლოეს პლენარულ სხდომაზე - 16 აპრილს. გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება“, –წერს ფეისბუკის გვერდზე პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც სასკოლო გამოცდების რეფორმა დამტკიცდება, კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის. ცენტრალიზებულად დარჩება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც უმაღლეს საფეხურზე სწავლის გაგრძელების საფუძველი.

[sknews.ge]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

კოპაძეს და მკოიანს გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხი სხვა კანონპროექტში აერია
გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხს კენჭს დღეს, 8 აპრილს უყრიან
პარლამენტმა გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტს მხარი არ დაუჭირა
მე–12 კლასის   გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება
2018 წლის საატესტატო გამოცდების განრიგი ცნობილია
მე-12 კლასელები წელს საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ