FM97.5 / LIVE

ახალქალაქის მესამე ბაღში აღმზრდელს დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, შემთხვევა 05.04.2019
ახალქალაქის მესამე საბავშვო ბაღის ერთ–ერთი აღსაზრდელის დედა ამბობს, რომ მასწავლებელმა ბავშვს დაარტყა. მომხდარზე შსს–მ ძიება დაიწყო, საქმე განსახილველად დისციპლინურ საბჭოსაც გადაეცა.

ახალქალაქის მესამე ბაღში აღმზრდელს დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს

ახალქალაქის მესამე ბაღში, შესაძლო ძალადობის ფაქტზე, jnews.ge წერს. მათი ინფორმაციით, ბავშვის დედა ამბობს, რომ მასწავლებელმა მის შვილს სახეში დაარტყა.

„ჩემმა შვილმა სახლში თამაში დროს თავის დას უთხრა, რომ აღმზრდელმა მას სახეში გაარტყა, მეც იქვე ვიყავი და გავიგონე. ყვებოდა, აღმზრდელმა რომ დამარტყა ტირილი დავიწყე, მერე მითხრა მოგეფერებიო, მაგრამ მე აღარ მივედიო“, – ყვება დედა jnews.ge–სთან საუბარში.

მან მომხდართან დაკავშირებით, ახალქალაქის ბაღების გაერთიანებას და მერიას აცნობა.

აღმზრდელი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია: „ასი პროცენტით შემიძლიათ გითხრათ, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. ძალიან მიყვარს ბავშვები. როცა ეს ამბავი გახმაურდა, ბავშვების მშობლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, სადაც წერენ, რომ ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ“, – ამბობს აღმზრდელი.

როგორც მესამე საბავშვო ბაღის მენეჯერმა კარინა საარიანმა "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, მომხდარს დისციპლინური საბჭო იხილავს და ჯერ გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ.

მერიამ კი მშობლის განცხადება პოლიციას გადასცა. მომხდარზე ახალქალაქის რაიონულმა სამმართველომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სოფლებში ბაღის აღსაზრდელებს ტრანსპორტი მოემსახურება
პირველ ბაღში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო
ახალციხის ბაღში მომხდარ ფაქტს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს
ახალქალაქში, დედა–შვილების სავარაუდო მკვლელობის ახალი დეტალები
შსს: ბავშვზე ძალადობის ფაქტზე 12 მეზობლის ხელმოწერით განცხადება შემოვიდა
ახალქალაქში დედა და მისი სამი შვილი გარდაცვლილი ნახეს