FM97.5 / LIVE

საყოფაცხოვრებო ნივთები ძველი მესხეთიდან – მუზეუმი ადიგენში [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.04.2019
ადიგენში ეთნოგრაფიული მუზეუმის არსებობის შესახებ ბევრმა არ იცის. აქ ასამდე ისეთი ნივთის ნახვა შეგიძლიათ, რომლებსაც ძველად მესხეთში ყველა ოჯახში შეხვდებოდით. ასეთ ნივთებს ნაირა ბარბლიშვილი ბავშვობიდან აგროვებდა, საბოლოოდ კი საცხოვრებელ სახლში პატარა მუზეუმი მოაწყო და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

საყოფაცხოვრებო ნივთები ძველი მესხეთიდან – მუზეუმი ადიგენში [Video]

თუ მეცხრამეტე საუკუნის მესხეთზე წარმოდგენის შექმნა გინდა, ადიგენში, პატარა ეთნოგრაფიულ მუზეუმს უნდა ესტუმრო. მისი მეპატრონე 67 წლის ნაირა ბარბლიშვილია, რომელიც თავადაც მესხეთის ერთ–ერთ სოფელში, უდეში გაიზარდა. საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომლებსაც მის ბავშვობაში საკუთარ ოჯახში იყენებდნენ, შეაგროვა და წლების შემდეგ მუზეუმის ექსპონატებად აქცია.

სპილენძის თუნგები და ჭურჭელი, სამოვრები, ნახშირის უთოები, ძველი სკივრი მზითევისთვის, ფარდაგები, კალათები – ამ ნივთების ნაწილი ნაირა ბარბლიშვილმა მესხურ სოფლებში შეიძინა, ნაწილი კი აჩუქეს – "ბავშვობიდან მქონდა ამ ნივთების სიყვარული. სულ ვაგროვებდი. ზოგი მათგანი რაღაც განსაკუთრებულ ისტორიას უკავშირდება ჩემთვის".

როცა ნივთებს უყურებს, ბავშვობა და ოჯახი ახსენდება. ამბობს, რომ მაშინ მესხურ ერდოან სახლში ცხოვრობდნენ და ძირითადად ხისა და სპილენძის ჭურჭელს იყენებდნენ.

საყოფაცხოვრებო ნივთები ძველი მესხეთიდან – მუზეუმი ადიგენში [Video]სამოვრები

"მახსოვს, რომ ბაბუა, მამის მხრიდან ყავის მოყვარული იყო. მარცვლები ჰქონდა ყავის, ჩეჩქვავდა ხოლმე და შემდეგ პატარა გუგუმში ყრიდა და ხარშავდა. ბუხართან სულ იდგა ეს პატარა გუგუმი. განსაკუთრებული სურნელი ჰქონდა. ბაბუაჩემი რუსეთში მსახურობდა და ალბათ საყოფაცხოვრებო ნივთები ძველი მესხეთიდან – მუზეუმი ადიგენში [Video]იქიდან ჰქონდა ამ ყავის სიყვარული. მეორე ბაბუა ჩაის მოყვარული იყო და სამოვარში მომზადებულ ჩაის სვამდა".

მუზეუმის ექსპონატების ნაწილი ნაირა ბარბლიშვილის ბებიის მზითევია. საქორწილო სკივრი, ტანსაცმლის კარადა, ფარდაგები, მას მემკვიდრეობით დარჩა. ოჯახური რელიქვიაა საკერავი მანქანაც, რომელიც ნაირა ბარბლიშვილს განსაკუთრებით უყვარს.

მის მუზეუმში ასობით ნივთს შორისაა ძველი გრამაფონი, პატეფონი და რადიო. კარგად ახსოვს პატეფონის ხმა, ამბობს, რომ ქართული ხალხური სიმღერების ფირები ჰქონდათ. მოგვიანებით კი პატეფონი რადიომ ჩაანაცვლა.

მესხური საყოფაცხოვრებო ნივთების მუზეუმი ნაირა ბარბლიშვილმა საკუთარი სახლის პირველ სართულზე მოაწყო. ამბობს, რომ თავიდან მუზეუმის იდეა არ ჰქონია. უბრალოდ, ეს ნივთები მოსწონდა და აგროვებდა. "მუზეუმი ჩემთვის გავაკეთე. მომწოს და მიყვარს ეს ნივთები და შევაგროვე. ტურისტებისთვის არ გამითვლია, თუმცა სიამოვნებით ვუმასპინძლებ ყველას", – ამბობს ნაირა.



ბარბლიშვილის ეთნოგრაფიული მუზეუმი ჯერ–ჯერობით არცერთ ტურისტულ მარშრუტში ჩასმული არ არის, ისევე როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტში არასებული სხვა ღირსშესანიშნაობები. მათ ტურისტები და დამთავალიერებლები იშვიათად სტუმრობენ. თუმცა ამ მხარის ტურისტული პოტენციალი გაცილებით მაღალია.

რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე ისტორიული ღირსშესანიშნაობა, რომელთა მონახულებაც ადიგენში შეგიძლიათ.



მასალა მომზადებულია "ინტერნიუსი-საქართველოს" და "ინტერნიუსთან" თანამშრომლობით, პროექტის "დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში.

საყოფაცხოვრებო ნივთები ძველი მესხეთიდან – მუზეუმი ადიგენში [Video] საყოფაცხოვრებო ნივთები ძველი მესხეთიდან – მუზეუმი ადიგენში [Video]

[თაკო ფეიქრიშვილი, ნანა ინასარიძე, ადიგენი]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.02.2020 ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმინდეს

14.02.2020 JNEWS.ge უკვე ქართულ ენაზე

14.02.2020 დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია

14.02.2020 ხაშური-აწყურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

მარო ბაბოს მუზეუმი მუსხში [Photo/Video]
სათხეში ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ  მუზეუმში ‘ოცნების’ დეპუტატის ფოტო გამოფინეს [ფოტო]
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდს, რომელიც 5 წელია სარდაფშია გამოკეტილი, დარბაზში გადაიტანენ
Sk Travel - სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი [Video]
მიხეილ გიორგაძემ ახალციხის ციხე და  მუზეუმი მოინახულა
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ძველსა და ჭობარეთში აღმოჩენილ  ჭურჭელს გამოფენენ
‘წუნდა’ –  ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]