FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხიდან ექვსი თანამშრომელი გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 05.04.2019
ახალციხის ციხეზე რეორგანიზაციიის შედეგად გაუქმდა შვიდი შტატი, ოთხი სამსახური ორად გაერთიანდა და გაიზარდა თანამშრომლების ხელფასები.

ახალციხის ციხიდან ექვსი თანამშრომელი გაათავისუფლეს

ახალციხის ციხეზე რეორგანიზაცია 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეს, ხუთ აპრილს დასრულდა. ააიპ–ში ჯამში ხუთი სამსახური დარჩა, სადაც 74 თანამშრომელია დასაქმებული. ესენია: ადმინისტრაციის სამსახური, ტურიზმისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური,მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, საფინანსო სამსახური და უსაფრთხოების სამსახური.

გაერთიანდა ტურიზმისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, მის უფროსად გვანცა გოგოლაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ტურიზმის სამსახურის უფროსი იყო.

გაერთიანდა, ასევე, სამეურნეო სამსახური და წყალმომარაგება–გამწვანებისა და დასუფთავების სამსახური და შეიქმნა მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური. მის უფროსად ილია სიდამონიძე დაინიშნა, მას აქამდე წყალმომარაგება–გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა.

რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა იურისტისა და საქმეთა მწარმოებლის შტატები და შეიქმნა ადმინისტრაციული სამსახური, რომლის უფროსად ჯუნა კიპაროიძე დაინიშნა. კიპაროიძე მანამდე საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურის უფროსი იყო.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დარჩა პეტრე ინასარიძე,საფინანსო სამსახურის უფროსად კი ია ხუციშვილი.

ახალცხის ციხის დირექტორის დავით ტაბატაძის განმარტებით, ჯამში რვა შტატი გაუქმდა, სამსახურის გარეშე კი შვიდი თანამშრომელი დარჩა.
„იურისტის შტატი გაუქმდა, მაგრამ ამ პოზიციაზე ვინც მუშაობდა რამდნეიმე თვის წინ სხვა სამსახურში გადავიდა, ამიტომ მისი სამსახურიდან გაშვება არ მოგვიწია.რეორგანიზაცია შეეხო რიგით სპეციალისტებსაც, გამწვანების სამსახურში ორი შტატი შემცირდა, წყალმომარაგებაში ერთი, ერთით შემცირდა გათბობა–გაგრილებისა და სანტექნიკის სპეციალისტის რაოდენობაც“.

რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ გაიზარდა თანამშრომლების ხელფასებიც.

სამსახურის უფროსების ხელფასები დარიცხვით 1000 ლარი გახდა, მთავარი სპეციალისტების 800 ლარი, უფროსი სპეციალისტების 650 ლარი, სპეციალისტების 550 ლარი, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასი 400 ლარით განისაზღვრა, იგივე 500 ლარი დარჩა გიდების ხელფასი, თუმცა მათი მომსახურებიდან შემოსული თანხის 10% ყოველთვიურად დაერიცხებათ.

ახალციხის ციხეზე ხელშეკრულებით თანამშრომლებს მაისიდან–ოქტომბრამდე აიყვანენ. დავით ტაბატაძე ამბობს, რომ წელს ხელშეკრულებით დაახლოებით 10 თანმაშრომელს აიყვანენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 ახალციხეს 'კინობასი' ეწვევა

26.06.2019 მძლეოსნობაში საქართველოს პირველობა ახალციხის მესამე და მეხუთე სკოლების გუნდებმა მოიპოვეს

26.06.2019 ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დაწერილი დასახელებები ივლისიდან შეიცვლება

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის ყოფილი საქმეთა მმართველი დირექტორს სასამართლოში უჩივის
‘ახალციხის ციხეზე’ რეორგანიზაცია იწყება
ბორჯომის გამგეობაში სამსახურების უფროსების ვინაობა ცნობილია
ადიგენში საკადრო ცვლილებები დაიწყო
„შერჩევითი რეორგანიზაცია“ ახალციხის ციხეზე
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს
‘ახალციხის ციხეში’ შტატები და ხელფასები შემცირდა