FM97.5 / LIVE

აბასთუმანში კანალიზაციის სისტემა და გამწმენდი ნაგებობა აშენდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.04.2019
აბასთუმანში კანალიზაციის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტი, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს, ასევე ითვალისწინებს აბასთუმნისა და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას.

აბასთუმანში კანალიზაციის სისტემა და გამწმენდი ნაგებობა აშენდება

სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად ტენდერი უკვე გამოცხადდა. პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 11 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 18 457 855 ლარია.

ამ დროისთვის, აბასთუმანში არსებული კანალიზაციის სისტემა ამორტიზებულია, წყალარინების გამწმენდი ნაგებობა კი დანგრეულია და არ ფუნქციონირებს. კურორტზე კანალიზაციის ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებში მოეწყო და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

პროექტით გათვალისწინებულია არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაც, არსებული ქსელი მოძველებულია და რეკონსტრუქციას საჭიროებს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, წყალმომარაგების ქსელი და მილდენი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მაისში იგეგმება და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, რის შემდეგაც 1000-მდე ადგილობრივი და ათასობით დამსვენებელი წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ, ექნებათ უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება.

ამ დროისთვის, აბასთუმანში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 727 121 ლარით ფინანსდება.


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
აბასთუმანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია იწყება
წაღვერსა და ლიკანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო
აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სახლებს დროებით 20 ოჯახი დატოვებს
დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბარგოზე საკანალიზაციო ქსელი გააკეთეს, თუმცა ფეკალიები ისევ გზაზე მოედინება
აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის