FM97.5 / LIVE

სილქნეტმა 200 მილიონის დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 05.04.2019
საქართველოს წამყვანმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, სილქნეტმა წარმატებულად განახორციელა 200 მლნ დოლარის ხუთწლიანი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციების გამოშვება. ფასიანი ქაღალდების კუპონმა შეადგინა 11% და ობლიგაციები განთავსდა 100%-იანი ღირებულებით.

სილქნეტმა 200 მილიონის დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა [R]

ევროობლიგაციები სავაჭროდ დაიშვება Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე. ემისიის თანამმართველები არიან: J.P. Morgan, UBS და თიბისი კაპიტალი, Dentons UK and Middle დაDentons Georgia არიან სილქნეტის იურიდიული მრჩევლები, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal წარმოდგენენ თანამმართველების იურიდიულ მრჩევლებს.

ევროობლიგაციები შეიძინეს ინვესტორებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფასიანი ქაღალდები, სავარაუდოდ, შეფასდება მუდისის (Moody’s) B1 დაფიჩის (Fitch) B+ რეიტინგით.

„სილქროუდის ჯგუფის“ დამფუძნებელი და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი: „დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს სილქნეტის არსებულ შესაძლებლობებს და პოტენციალს, რაც გულისხმობს სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების მიწოდებას მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის. ქვეყნის ინფრასტრუქტურისგან ვითარებაში სილქნეტის მიერ შეტანილი წვლილი „სილქროუდ ჯგუფის“ დიდი მიზნის შემადგენელი ნაწილია. ეს მიზანი ემსახურება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნის კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოჩენას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“.

სილქნეტის ბონდების ემისია, უცხოური საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების მხრიდან, საქართველოს მზარდად განვითარებადი ეკონომიკის მიმართ არსებული ნდობის დასტურია.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე: „თიბისი ბანკს ეამაყება, რომ თიბისი კაპიტალმა მონაწილეობა მიიღო სილქნეტის 200 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდის წარმატებით განთავსების პროცესში. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია თიბისის და სილქნეტის წარმატებული თანამშრომლობის. ეს განთავსება მნიშვნელოვანი მიღწევაა, როგორც სილქნეტისთვის ასევე საქართველოსთვის, რადგან კიდევ ერთ კერძო ქართულ კომპანიას გამოუცხადეს ნდობა საერთაშორისო ინვესტორებმა.“

სილქნეტი ქვეყნის უმსხვილესი ფიქსირებული ქსელის მქონე პროვიადერია, რომელიც წარმატებულად ახორციელებს მობილურ მომსახურებას 4.5 ქსელით და სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს, ისეთს როგორიცაა ფიქსირებული ტელეფონი, ოპტიკურ-ბოჭკოვანტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფიქსირებული ბროუდბენდი, IPTV და მობილური ქსელი.


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სატელეკომუნიკაციო ტარიფის გაზრდის საფუძველი არ არსებობს – კომუნიკაციების კომისია
საქართველოს ფოსტა თიბისი ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებს[R]
თიბისი უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს [R]
'ჯეოსელის' და 'მაგთის' აბონენტებს ტარიფები ეზრდებათ
ახალციხის ცენტრალურ ნაწილს დილიდან ინტერნეტი არ მიეწოდება
თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოგრაფის გამოფენა გაიმართება [R]
”დელტა-ნეტი” თუ ”სილქნეტი”- კონკურენცია ახალციხეში [Video]