FM97.5 / LIVE

‘პოლიციაში გამლახეს’ – ბრალდებულმა სასამართლოში ზეწოლაზე ისაუბრა

მთავარისიახლე, სამართალი 04.04.2019
დღეს, ოთხ აპრილს, ახალციხის სასამართლოში იმ ბრალდებულის საქმის განხილვა გაიმართა, რომელიც ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილ უფროსსა და მის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებს. ა.დ–ს ბრალი ნარკოტიკების შეძენასა და სახლის გაქურდვაში ედება.

‘პოლიციაში გამლახეს’ – ბრალდებულმა სასამართლოში ზეწოლაზე ისაუბრა

„რომ დამაკავეს ჩემზე იყო არაადამიანური მოპყრობა, დამცირებები, გალახვა. პოლიციაში შალვა აღნიაშვილმა [ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე] მცემა და პროკურატურაში ჩემ საქმეს მისი ნათესავი ნინო აღნიაშვილი იძიებდა. არ უნდა ყოფილიყო ეს ასე“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა ა.დ–მ.

დღეს პროცესის მიმდინარეობისას ჩვენება დაზარალებულმა ზაზა ნანობაშვილმა მისცა. მისი თქმით, ქურდმა კარის საკეტი დააზიანა და სახლში ისე შეაღწია: "3000–მდე ლარის ოქროს ნაკეთობები წაიღეს, გარდა მაგისა დამიმტვრიეს ჭურჭელი, დაჭრეს სავარძელი. ჯამში 6000–მდე ლარის ზიანი მომადგა“.

ნანობაშვილის შემდეგ დარბაზში ის ოქრომჭედელი დაიკითხა, რომელსაც ბრალდებულმა, სახლიდან მოპარული ოქრო ჩააბარა. თუმცა, პროცესზე მოწმემ განაცხადა, რომ იგი ბრლადებულს არ იცნობდა და არც არსდროს უნახავს.

დაკავებული ნარკოტიკების შეძენა–შენახვას აღიარებს, სახლის გაქურდვის ფაქტს კი უარყოფს.

ბორჯომში მცხოვრები, შუახნის ა.დ. ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებს. ბრალდებულის მტკიცებით, მას ახალციხის პოლიციის მაღალჩინოსნები ფიზიკურად ბორჯომის რაიონული სამმართველოს შენობაში, მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც ის ნარკოტიკის შეძენის გამო დააკავეს. ამის შემდეგ კი მას, როგორც ბრალდებული ამბობს, ახალციხეში ბინის გაქურვა დააბრალეს.

პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს.


[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

‘ნარკოტიკი მართლა ვიყიდე, ქურდობას მაბრალებენ’ – ბრალდებული, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს
შსს ბრალდებულის პოლიციაში შესაძლო ცემაზე: ფაქტს პროკურატურა იძიებს
ბრალდებული ახალციხის სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებს
‘პირადად შენ მირტყამდი’– სასამართლო დარბაზში  ბრალდებულმა პოლიციელი ცემაში დაადანაშაულა
86 წლის ქალის ძარცვაში ბრალდებული, ახალციხის სამმართველოს უფროსს მუქარაში ადანაშაულებს
მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში ბრალდებული ცემაში დაადანაშაულა
ქეთევან ხმალაძის საქმეში ბრალდებულების შესაძლო ცემის ფაქტს პროკურატურა იძიებს