FM97.5 / LIVE

ბორჯომში კიდევ ერთი ახლადშექმნილი ფრაქციისთვის ბიუჯეტიდან 40 200 ლარი გაიწერება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.04.2019
ბორჯომის საკრებულოში რიგით მეშვიდე ფრაქცია „ბორჯომის სიკეთისათვის“ შეიქმნა. წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ხელფასისთვის 40 200 ლარი გამოიყოფა.

ბორჯომში კიდევ ერთი ახლადშექმნილი ფრაქციისთვის ბიუჯეტიდან 40 200 ლარი გაიწერება

ფრაქცია „ბორჯომის სიკეთისათვის“ პატრიოტთა ალიანსის სამი წევრისაგან შედგება. მისი ხელმძღვანელი ვიოლეტა ბალახაშვილია, რომელიც აქამდე განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიიის თავმჯდომარე იყო, თუმცა თანამდებობა გასულ კვირას, საკუთარი გადაწყვეტილებით, ბორჯომი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დატოვა. ბალახაშვილის მოადგილედ ფრაქციაში პატრიოტთა ალიანსის წევრი ნიკოლოზ კიკნაძე დაინიშნა.

თავმჯდომარის ხელფასის წლიური ოდენობა 23 400 ლარს, მოადგილისა კი 16 800 ლარს შეადგენს.

„ბორჯომს არ აქვს იმის გაჭირვება რომ ორი კაცი ვერ შეინახოს. სამაგიეროდ ბევრ სიკეთეს გავუკეთებთ მთელს ბორჯომს სამომავლოდ“, – ამბობს ბალახაშვილი.

შეკითხვეზე, რა იქნება ის სიკეთე, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ ფრაქციის შექმნით მიიღებს გვპასუხობს: „ვფიქრობ, რომ მთელი ბოჯომის მასშტაბით ძალიან ბევრი დაგვიდგება გვერდში, იმიტომ რომ ბორჯომს მართლაც სიკეთე გავუკეთოთ. ვინც მიცნობს იცის რომ მართლაც სიცოცხლეს ვანაცვალებ ყველა საქმეს რაშიც ვარ“.

ბორჯომის საკრებულოში, ახლადშექმნილი ფრაქციის ჩათვლით, რეგისტრირებული სულ შვიდი ფრაქციააა.

„ახალი ფრაქციის შექმნაზე განცხადება ბალახაშვილმა თვითონ შემოიტანა, ჩვენ უბრალოდ ცნობად მივიღეთ. ვიცი რომ ბევრ საჭირბოროტო საკითხს დააყენებენ სხდომებზე და ბევრ კარგ რამესაც გააკეთებენ“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი.

თვითმართველობის საკითხებში ექსპერტი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს მუშაობაში ფრაქციები მნიშვნელოვნად არაფერს ცვლიან: „ფრაქციები ხელფასების გამოა შექმნილი და ადმინისტრაციული ხარჯებისათვის. თუ ფრაქცია გექნება, გექენბა ხელფასიც. ფრაქცია უნდა იქმნებოდეს რაღაცა განსხვავებული პოლიტიკური ან ერთიანი პოლიტიკური შეხედულებების ნიადაგზე და რაღაცა პროგრამულ პრინციპებზე. ჩვენ შემთხვევაში კი მას მხოლოდ ხელფასების მისაღბად ქმნიან“.

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

21.04.2019 სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს

21.04.2019 ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება

21.04.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოში ‘პატრიოტების’ ფრაქციის თავმჯდომარე გადააყენეს
ბორჯომის საკრებულოში განათლების კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
”ნაციონალებმა” ახალი ფრაქცია შექმნეს
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ასპინძის საკრებულოს ”ოცნების” ფრაქცია შეემატა
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ოთარ არბოლიშვილი აირჩიეს
გიორგი გოგიჩაიშვილი:‘საკრებულოში სადავო ფრაქციების შექმნაზე თანახმა ვარ’