FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სქემიდან გასვლაზე სააგენტოს 300–მდე პირმა მიმართა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 03.04.2019
დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვებასთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონის მასშტაბით 300–მდე პირმა მიმართა, მათ შორის 100–მდე მოქალაქე ახალციხიდანაა.

სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სქემიდან გასვლაზე სააგენტოს 300–მდე პირმა მიმართა

საპენსიო სქემის დატოვება შეუძილია მხოლოდ იმ პირს, რომელიც 2018 წლის ექვს აგვისტოს უკვე იყო 40 ან მეტი წლის. თუ პიროვნებას 40 წელი 2018 წლის შვიდ აგვისტოს, ან შემდეგ შეუსრულდა, მას საპენსიო სქემიდან გამოსვლის უფლება აღარ აქვს.

განცხადების დაწერა კი შესაძლებელია სქემაში ჩართვიდან სამი თვის ათვლის შემდეგ. სამი თვის ათვლა კი იმ თარიღიდან იწყება, როდესაც ბუღალტერი ამა თუ იმ პირის პირველ საპენსიო შენატანს დააფიქსირებს და დეკლარაციას დახურავს. სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის ვადა სქემაში ჩართვიდან ორი თვეა. თუ ამ ხნის განმავლობაში არ დატოვებს პირი სქემას, ის დარჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ და სქემიდან ვეღარ გავა.

განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა დაუბრუნდება როგორც სახელმწიფოს, ისე დამსაქმებელსა და დასაქმებულს.

სქემიდან გასვლაზე განცხადების დაწერა შესაძლებელია სოციალური სააგენტოს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.

სამცხე–ჯავახეთში სოციალური სააგენტოს ფილიალების მისამართები:


ახალციხე – კეცხოველის ქ. N6
ტელ(0365) 22 01 40; 22 01 61; 22 07 30; 22 08 15

ადიგენი – არტემ ბალახაშვილის ქ. N19
ტელ:(0366) 29 12 49

ასპინძა – თამარის ქ. N3
ტელ:(0364) 29 12 63

ბორჯომი – მესხეთის ქ. N5
ტელ: (0365) 22 01 40; 22 07 30; 22 08 15

ახალქალაქი – მაშტოცის ქ. N64
ტელ: (0362) 22 29 66

ნინოწმინდა – პუშკინის ქ. N43
ტელ: (0361) 22 21 00; 22 27 13

დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულ მოქალაქეს აქვს საშულება ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს სქემა, თუმცა ასეთ შემთხვევაში მას სქემის დატოვების უფლება აღარ ექნება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 265–მა ადამიანმა დატოვა
რამდენმა ადამიანმა დატოვა სავალდებულო საპენსიო სისტემა სამცხე–ჯავახეთში
40 წელს გადაცილებულ პირებს საპენსიო სისტემიდან გასვლა შეუძლიათ
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება
ახალციხეში ‘სოციალ დემოკრატებმა’ ალტერნატიული საპენსიო რეფორმა წარადგინეს
ხვალ ახალციხეში საპენსიო რეფორმის შესახებ შეხვედრა გაიმართება
დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ