FM97.5 / LIVE

მე–12 კლასელებს ახალციხის მეორე სკოლაში ალკოჰოლური სასმელის შეტანისთვის ედავებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 02.04.2019
ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ღამით შევიდნენ და თან ალკოჰოლური სასმელები შეიტანეს. ფაქტზე სკოლის დირექციამ პოლიცია გამოიძახა, ასევე, საქმე განსახილველად სკოლის დისციპლინურ კომიტეტს გადასცა.

მე–12 კლასელებს ახალციხის მეორე სკოლაში ალკოჰოლური სასმელის შეტანისთვის ედავებიან

შემთხვევა 25 მარტს ღამით მოხდა. მეორე დღეს, დილით კი სკოლის დირექციას ერთ–ერთ ოთახში არეული მაგიდები და ალკოჰოლური სასმელების ცარიელი ბოთლები დახვდა.

„ბავშვები იმ კარიდან შევიდნენ ღამით სკოლაში, რომელიც ღია იყო“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სკოლის ერთ–ერთი მასწავლებელი. '

ადმინისტრაციამ სკოლაში პოლიცია გამოიძახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები სკოლაში მართლაც იმყოფებოდნენ, თუმცა იმის გამო რომ მომხდარი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, გამოძიება არ დაიწყეს: „ოფიციალურად არ მოუმართავთ, თუმცა ჩვენი თანამშრომლები სკოლაში ნამდვილად იყვნენ“.

მომხდარს არ გვიდასტურებენ თავად მეთორმეტეკლასელები. თუმცა, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლის დისციპლინურ კომიტეტში ახსნა–განმარტებები უკვე დაწერეს.

„ბოლო ზარისათვის რომ ემზადებიან უწევთ ხოლმე გვიან შესვლა. ჩვენ გვაქვს განსახილევლად ეს საქმე. ამ ეტაპზე ფორმალობებს ვაგვარებთ. ისე ახსნა–განმარტებითი ბარათები დავაწერინეთ ბავშვებს და სავარუდოდ, საყვედურს გამოვუცხადებთ“, – გვითხრა დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარემ.

აღნიშნულ ფაქტზე არაეთიკური ქმედების ოქმი შეადგინა უკვე მანდატურის სამსახურმაც.

„ეს ფაქტი არასასწავლო პროცესის დროს მოხდა, ჩვენ პასუხისმგებლები მხოლოდ სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვაზე ვართ. თუმცა, მას შემდეგ რაც ეს გავიგეთ, ამ მოსწავლეების მიმართ არაეთიკური ქმედების ოქმი დავწერეთ. ადგილი, სადაც მეთორმეტეკლასელები იყვნენ უბრალოდ არეული იყო, არავითარი დაზიანება არ შეგვინიშნავს“, – გვითხრეს მანდატურის სამსახურში.

არის თუ არა შენობა დაცული ღამით, ან რატომ იყო სკოლის კარი ღია, ამ და სხვა შეკითხვებზე ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ბელა დიასამიძე არ გვპასუხობს. „სამხრეთის კარიბჭის“ არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მან კომენტარის გაკეთბა არ ისურვა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ანის სკოლაში მასწავლებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – ფაქტს შსს იძიებს
მოსწავლის დასჯა ‘პენალით’
მეორე კვირაა 11 წლის ბიჭი სკოლაში არ დადის, მისი კლასელები კი გაკვეთილებზე დაბრუნდნენ
ბორჯომის სკოლაში მოსწავლის შეურაცხყოფისთვის მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო
მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა
ახალციხის სამხატვრო სკოლაში ხანძარი გაჩნდა
დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა