FM97.5 / LIVE

ლიონელ მესი და ამირან გოგოლაძე – ახალციხელი ახალგაზრდების რჩეული სპორტსმენები

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.04.2019
ვინ არიან ახალციხელი ახალგაზრდების მისაბაძი სპორტსმენები და სპორტის რომელი სახეობით არიან ყველაზე მეტად დაინტერესებული სკოლის მოსწავლეები.

ლიონელ მესი და ამირან გოგოლაძე – ახალციხელი ახალგაზრდების რჩეული სპორტსმენები

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებში დიდი პოპულარობით სარგელობს არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი. ანის სკოლის მოსწავლე თორნიკე მაზაშვილი ამბობს, რომ მესი მისი კუმირი მისივე გატანილი გოლებითა და განსხვავებული ტექნიკით გახდა.

ასევე ფიქრობს, ახალციხის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე ლენა თათევოსიანი: „მესი მიიჩნევა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და მეც ის მომწონს“.

მესის გატანილ გოლებსა და მოგებულ მატჩებზე საუბრობს თათევოსიანის თანასკოლელი სირუნიკ ვანციანიც.

ახალციხის მეორე საჯახრო სკოლის მოსწავლეების ცოტნე მაზმიშვილის და ანა გვარამაძის, ასევე, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლის ნათია ზაზაძის მისაბაძი სპორტსმენი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანია.

„ჩვენ გაგვეხარდებოდა ერთხელ მაინც ირმა ხეცურიანი ჩვენს სკოლას თუ ესტუმრებოდა, გვინდა რომ პირადად შევხვდეთ მას“, – გვითხრა ცოტნე მაზმიშვილმა.

„ირმა ხეცურინამა ყველას დაუმტკიცა მისი მოქმედებებით, რომ შუძლებელი არაფერია და მან იმედი მისცა ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს“, – ამბობს ნათია ზაზაძე.

სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მოსწვლის თორნიკე გლუნჩაძის საყვარელი სპორტსმენი არნოლდ შვარცნეგერია: „მე როდესაც ვნახულობ მის ვიდეოებს, ან სურათებს მოტივაციით ვივსები და ორმაგად ვშრომობ წარმატებისთვის. მინდა, რომ მეც მისნაირად მივაღწიო წარმატებას ამ სპორტში".

ანდრიაწმინდის სკოლის მოსწავლის გიორგი ტაბატაძის კუმირი სპორტში კლუბ „13 ლეგიონის“ წევრი ამირან გოგოლაძეა. გიორგი ამირანთან ერთად ვაჯიშობს და ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი პატივია: „ბრძოლა წესების გარეშე“ დავიწყე სიარული იმ მიზნით, რომ უბრალოდ თავდაცვა მინდოდა მცოდნოდა, მაგრამ როგორც კი შევედი და პირველად ვივარჯიშე, მივხვდი, რომ ამ სპორტში უნდა დავრჩენილიყავი. ეს კი ამირანის დამსახურებაა და ძალიან მინდა, რომ მეც მისნაირი წარმატებული ვიყო“.

ვალის მეორე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეს ლალი იარაჯულისთვის სპორტის საყვარელი სახეობა ძიუდოა: „ამ სპორტით ვისწავლე მოწინააღმდეგის მოგერიება, გამომიმუშავდა თავდაცვის დიდი ინსტიტიქტი, რაც მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემი საყვარელი სპორტსმენიც ბექა ღვინიაშვილია. „თიანეთის შვილია, მისი ყოველი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა. მისმა წარამტებებმა კიდევ უფორ მიბიძგა ამ სპორტის სიყვარულიკენ“.

ლიონელ მესი და ამირან გოგოლაძე – ახალციხელი ახალგაზრდების რჩეული სპორტსმენები

დღეს, ორ აპრილს, ახალციხის მერიის კულტურის სასმსახურის ინიციატივით, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი სპორტის სახეობისა და სპორტსმენის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს. ღონისძიებაში ჩართული მუნიციპალიტეტის მასშტაბით 26 საჯარო სკოლა იყო.

„შარშან ჩვენ ღონისძიებაში – „ჩემი საყავრელი სპორტი და სპორტსმენი“ 15 სკოლა იყო, წელს კი მათ რიცხვი გაიზარდა რაც ძალიან სასიხარულია“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული განყოფილების ხელმძრავნელი მაია სხირტლაძე.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

კონკურსში ‘ჩემი მასწავლებელი’, ორგანიზატორის რჩეული ბორჯომელი მოსწავლე გახდა
ახალციხის მეხუთე სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში თანატოლებს იწვევენ
ახალციხეში ნორჩი პოეტების საღამო გაიმართა
‘საქართველოს ეტალონი მოსწავლის’ ტიტულის პრეტენდენტები სამცხე–ჯავახეთიდან
განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა
ახალციხის საჯარო სკოლები ინტელექტუალურ თამაშში შეეჯიბრნენ
წყალთბილის საჯარო სკოლას სარქის გოგორიანის სახელი მიენიჭება