FM97.5 / LIVE

აბასთუმანში დეპუტატობის კანდიდატი ‘ოცნებიდან’ გენადი ბოლქვაძეა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.04.2019
2019 წლის მაისის შუალედური არჩევნებისათვის აბასთუმანის N2 საარჩევნო უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატობის კანდიდატი უკვე წარდგინა. პარტიიდან საკრებულოში შესასვლელად ადგილობრივი გენადი ბოლქვაძე იბრძოლებს.

აბასთუმანში დეპუტატობის კანდიდატი ‘ოცნებიდან’ გენადი ბოლქვაძეა

აბასთუმნის შუალედური არჩევნებისათვის, დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ წარუდგინეს.

„გამორჩეული და საზოგადოებისთვის მისაღები კანდიდატია, აბასთუმანში 30 წელია ცხოვრობს და ძალიან კარგად იცის ყველა აქაურის პრობლემა", – ამბობს ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე.

ცესკომ ქვეყნის მასშტაბით შუალედური არჩევნების თარიღად 19 მაისი უკვე დაასახელა. თუმცა ჯერ აბასთუმანში კანდიდატები არ დაუსახელებია ადიგენში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებს, „ნაციონალებს“ და "ევროპულ საქართველოს“.

„ჯერ შერჩეულიც არ გვყვავს, თუმცა ვეცდებით მალე დავასახელოთ“, – გვითხრა „ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სიმონ პარუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადიგენში არჩევნები, მხოლოდ ერთ N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე გაიმართება. კურორტ აბასთუმანში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

ადიგენის საკრებულოში აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატი 2018 წლის ოქტომბრამდე ტარიელ ენდელაძე იყო. მძიმე ავადმყოფობის შედეგად მისი გარდაცვალების შემდეგ ეს პოზიცია თავისუფალია, ამიტომ აბასთუმანში დეპუტატს გაზაფხულზე აირჩევენ. ცესკო აბასთუმანში შუალედური არჩევნებისათვის 11 231 ლარს დახარჯავს.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში, მაისში შუალედური არჩევნები გაიმართება
ცესკო შუალედური არჩევნებისთვის ადიგენში 11 231 ლარს დახარჯავს
‘ბიძინამ კარმები დაარიგა, ჩვენ ხმას ვინ მოგვცემს'– ‘ევროპელებს’ აბასთუმანში კანდიდატი არ ეყოლებათ
ადიგენის საკრებულოს დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი გარდაიცვალა
აბასთუმანში ბოლო დღეს ერთდროულად ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
ადიგენში საოლქო და საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია
წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში