FM97.5 / LIVE

ლარები, დასახლება ექვსი კომლით [Photos]

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 02.04.2019
ბორჯომში, ცენტრალური გზის ნაპირას პატარა დასახლებაა, რომელიც გასული საუკინის 40–იან წლებში რკინიგზის თანამშრომლებისთვის გააშენეს. აქ ახლა ექვსი ოჯახი ცხოვრობს და მათი ნაწილი დღემდე რკინიგზაში მუშაობს.

ლარები, დასახლება ექვსი კომლით [Photos]
ბორის ვაშაკიძე


ბორის ვაშაკიძე 42 წელია რკინიგზაში მუშაობს, წლების განმავლობაში მემანქანე იყო. ამბობს, რომ ახალციხე–თბილისის მიმართულებით მატარებელი ხშირად მოძრაობდა, ახლა კი თითქმის გაუქმებულია. წელიწადში რამდენჯერმე მხოლოდ სამხედრო ვაგონები დადის, რომელსაც „ორფოლოს“ პოლიგონზე მძიმე ტექნიკა გადაჰყავს.
ლარები, დასახლება ექვსი კომლით [Photos]

დასახლება 1940 წელს გაჩნდა. ლარებში ახლა ექვსი ოჯახი ცხოვრობს, ნაწილი იმერეთიდანაა ჩამოსული. დასახლებაში მცხოვრები ექვსივე ოჯახის წევრი რკინიგზაში მუშაობდა.

ლარები, დასახლება ექვსი კომლით [Photos]
დავით ფანქველაშვილი


59 წლის დავით ფანქველაშვილი წლების განმავლობაში რკინიგზაში მუშაობდა, ახლა პენსიაზეა გასული, მისი მამაც რკინიგზელი იყო. იხსენებს, რომ ლარებთან სამი რკინიგზის ლიანდაგი იყო, მეისრეები კი მატარებლებს მიმარულებებს აძლევდნენ.

მისი თქმით, ახლა სარკინიგზო ხაზი სავალალო მდგომარეობაშია, სადგურის შენობა დანგრეულია, ლიანდაგზე ფიჭვებია ამოსული, „შპალები“ კი დამპალია.

ლარები, დასახლება ექვსი კომლით [Photos]

„ბოლოს აღარც მახსოვს როდის გაიარა მატარებელმა, სამგზავრო მატარებლები საერთოდ მოიხსნა. თვე გავა მატარებელი არ გამოჩნდება. ერთი ვაგონი აივლის ხოლმე, ხაზს ამოწმებენ, მაგრამ ამას შემოწმება რად უნდა, დამპალია ყველაფერი. ჰაერშია ხაზები, გვეშინია რომ გვძინავს მატარებელი ლიანდაგიდან არ გადმოვიდეს და ჩვენს სახლებში არ შემოვარდეს.“, – ამბობს დავით ფანქველაშვილი.

ლარები, დასახლება ექვსი კომლით [Photos]
მადინა ლომიძე


ლარებში 30 წელია ცხოვრობს ლომიძე მადონაც: „ისეთი ადგილია სულ კლდეა, აქ არაფერი მოდის, ხაშურელია ჩემი მეუღლე, 90–იან წლებში უშუქობა და გაჭირვება რომ იყო აქ გადმოვედით საცხოვრებლად, მისი ბებიის–და პაპის სახლში ვცხოვრობთ".

ლარები, დასახლება ექვსი კომლით [Photos]

ლარები, დასახლება ექვსი კომლით [Photos]

ლარები, დასახლება ექვსი კომლით [Photos]

ლარები, დასახლება ექვსი კომლით [Photos]

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]
ლიანდაგი მატარებლის გარეშე
საქართველოს რკინიგზის განცხადება [R]
საქართველოს რკინიგზის განცხადება [R]
აწყურში სამშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს
თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლოება მოკლე გზით ვეღარ ისარგებლებს [Photo]
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება ®