FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაზარში სასაკლაოს მდინარის დაბინძურებისთვის მეოთხედ დააჯარიმებენ

მთავარისიახლე, სამართალი 02.04.2019
მდინარე ფოცხოვში დაკლული საქონლის სისხლის ჩაშვების გამო, ახალციხის აგრარულ ბაზარში მდებარე სასაკლაოს, შპს „ირქას“ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 138 ლარი შეადგინა. მდინარის დაბინძურების ფაქტი "სამხრეთის კარიბჭემ" სამ მარტს დააფიქსირა.

ახალციხის ბაზარში სასაკლაოს მდინარის დაბინძურებისთვის მეოთხედ დააჯარიმებენ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შპს „ირქას“ ოქმი სასაკლაოს სალექარებიდან გამოსული დაბინძურებული წყლებით მდინარის დაბინძურების, მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების და სახიფათო ნარჩენების ზედაპირულ წყლებში ჩაშვების გამო, პირველ აპრილს შეუდგინეს.

მდინარის დაბინძურების გამო გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 138. 69 ლარი. საქმის მასალები ახალციხის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

2016 წლიდან დღემდე შპს „ირქა“ სამჯერ დაჯარიმდა 500 –500 ლარით.

„შპს "ირქას" მიმართ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2016 წელს აქვს შედგენილი ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58–ე მუხლის პირველი ნაწილითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2017 წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58 მუხლის მეოთხე ნაწილით, ხოლო 2018 წელს ნარჩენების მართვის კოდექსის 33-ე მუხლის მეორე ნაწილით. თითოეულ ფაქტზე შპს "ირქა" სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა“, – გვწერენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოდან.

ახალციხის აგრარული ბაზრის მენეჯერი ვახტანგ ქართველიშვილის განცხადებით სასაკლაოდან სისხლიანი წყალი მაშინ გადის, როცა ბევრი სული იკვლება, ამ დროს ფილტრები წყლის გაწმენდას ვეღარ ასწრებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.02.2020 ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმინდეს

14.02.2020 JNEWS.ge უკვე ქართულ ენაზე

14.02.2020 დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია

14.02.2020 ხაშური-აწყურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაზარში მდებარე სასაკლაო მეოთხედ დააჯარიმეს
ახალციხის ბაზარში სასაკლაო ფეკალიებით გარემოს  დაბინძურებისთვის მეორედ დააჯარიმეს
ახალციხის ბაზარში სასაკლაო გარემოს ფეკალური მასებით აბინძურებს
ახალციხის ბაზარში, სასაკლაოზე დაკლული საქონლის სისხლი მდინარეში ჩადის [Video]
ახალციხის სასაკლაოს საქმეს მდინარის დაბინძურებაზე სასამართლო განიხილავს
სასამართლომ ახალციხის ბაზარში მოქმედი სასაკლაო დააჯარიმა
გარემოს დაბინძურების 289 ფაქტი 17 დღეში