FM97.5 / LIVE

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით სახალხო მოძრაობა იქმნება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.04.2019
თბილისში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით მიმდინარე აქციის დასრულებისას სახალხო მოძრაობის შექმნა დააანონსეს.

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით სახალხო მოძრაობა იქმნება

ცნობა ჟურნალისტებთან დემონსტრაციის მონაწილემ გიორგი ღვინჯილიამ გაახმიანა.

მისი თქმით, მოძრაობის საორგანიზაციო შეხვედრა მალე დაანონსდება და მასზე მიწვეული იქნება ყველა მსურველი, მათ შორის, ტაქსის მძღოლები, იპოთეკარები, დევნილები და სხვები.

“ჩვენ აქ ვითხოვთ რაღაც ელემენტარულს. ჩვენს უკან არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია. ჩვენს უკან არ არის რაღაც დაფინანსება. ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც გვინდა, რომ შრომითი უფლებები ამ ქვეყანაში იყოს დაცული. ამის გარდა, გვინდა, იყოს დაცული იპოთეკარების უფლებები და ა.შ. “სოლიდარობის ქსელის” გვერდზე დაანონსდება შეხვედრის თარიღი, სადაც ჩვენ ვიწვევთ ყველას: ვიწვევთ ტაქსის მძღოლებს, ვიწვევთ იპოთეკით დაზარალებულებს, ვიწვევთ დევნილებს, რომლებიც შეჭრილები არიან სხვადასხვა შენობებში… ჩვენ ვიწვევთ ყველა ამ ადამიანს და ყველამ ერთად დავაანონსოთ მოძრაობა, სახალხო მოძრაობა, რომელიც იბრძოლებს ხალხის უფლებებისთვის”, – განაცხადა მან.

პირველი აპრილის აქცია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 31 მარტს ჭავჭავაძის N5-ში მიმდინარე მშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუყოვნებლივ გამკაცრებისა და შრომის ქმედითი ინსპექციის ამოქმედების მოთხოვნით მოქალაქეები თავდაპირველად მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ.

მცირე ხნის შემდეგ მათ მსვლელობით გადაინაცვლეს ჭავჭავაძის N5-ში, იმ ობიექტის მიმდებარედ, სადაც მუშები დაიღუპნენ. აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს დასხდნენ და აცხადებდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ მანამ, სანამ ადგილზე ქალაქის მერი, ასევე პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები არ მივიდოდნენ. მათ ხელისუფლების წარმომადგენლებს ვადა 23:00-მდე მისცეს.

თუმცა, ვადის ამოწურვამდე, აქციის ზემოხსენებულ ფორმატში გაგრძელებაში დემონსტრანტებს ხელი პოლიციამ შეუშალა და ისინი ტროტუარის მიმართულებით შეავიწროვა. დააკავეს ოთხი ადამიანი, მათ შორის, "საიას" იურისტი ვახუშტი მენაბდე, აქტივისტები – დავით სუბელიანი და ცოტნე ცხვედიანი. მოგვიანებით დაკავებულები შსს–მ გაათავისულფა.

[sknews.ge]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სოლიდარობა მუშებს – თბილისში საპროტესტო აქცია იმართება
შრომის ინსპექციამ აწყურში ხიდის მშენებლობაზე  ხარვეზები გამოავლინა
რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე, სადაც 35 წლის მუშა გარდაიცვალა
აქციის მონაწილეები - გაჩერებას არ ვაპირებთ!
8 მარტს ახალციხე ქალების უფლებებისთვის მსვლელობას შეუერთდება
კონტრაქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე მისვლის უფლებას არ აძლევენ
ტყიბულის მაღაროდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს