FM97.5 / LIVE

‘მაშინ ნურც რუს ტურისტებს შემოვუშვებთ’– პუტინის სუვენირების გამყიდველი ბორჯომიდან

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 01.04.2019
ბორჯომის მერიის ერთ–ერთმა მოიჯარემ, ბორჯომის პარკის შესასვლელში, პუტინის გამოსახულებით გასაყიდი სუვენირები დახლიდან აიღო. ამბობს, რომ გადაყარა, მიზეზი კი სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურებაა. გარდა ამისა, ვითარებით სუს–იც დაინტერესდა.

‘მაშინ ნურც რუს ტურისტებს შემოვუშვებთ’– პუტინის სუვენირების გამყიდველი ბორჯომიდან

სუვენირებს, რომლებზეც ბორჯომის ცენტრალური პარკის ფონზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული, ბორჯომის პარკის შესასვლელთან ვეღარ ნახავთ. გამყიდველმა, რომელიც ვინაობას არ ამჟღავნებს, ამბობს, რომ სუვენირები ორი დღის წინ გადაყარა.

„ამ სუვენირების გასაკეთებლად შეკვეთა არ მიმიცია. ერთ გამვლელს ჰქონდა აქვე და საცდელად ავიღე 10 ცალი, ვიფიქრე ბევრი რუსი ტურისტი დადის და გავყიდი მეთქი, მაგრამ ისეთი ამბები ატყდა გინდ სოციალურ ქსელში გინდ აქ, სადაც ვდგავარ, რომ ავდექი და გადავყარე. გუშინ სუს–ის თანამშრომლებიც კი იყვენენ მოსულები და აქაურობას ათვალიერებდნენ“, – გვეუბნება იმ ჯიხურის გამყიდველი, სადაც პუტინის გამოსახულებით სუვენირები იყიდებოდა.

დაინტერესდა თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არსებული ვითარებით უცნობია. პასუხს აღნიშნული უწყებიდან ამ დრომდე ველოდებით.

გამყიდველი კი ამბობს, რომ ის ამით არაფერს აშავებდა: „რუსი ტურისტები ბორჯომის პარკს თითქმის ყოველდღე სტუმრობენ და მსგავს სიმბოლოებზე მოთხოვნაც დიდია, ამიტომ ვიფიქრე, რომ პუტინის გამოსახულებით სუვენირების გაყიდვა მიუღებელი სულაც არ იქნებოდა. მაგ სუვენირებს სამი ლარი დავადე, მაგრამ 20 ლარიც რომ მომეთხოვა რუსები მაინც იყიდიდნენ, იმითთვის მქონდა გათვლილი, თორემ ეს ბებიაჩემს სულაც არ აინტერესებს“.

პუტინის გამოსახულებიანი სუვენირებით მოვაჭრე ერთ–ერთია იმ ათობით ადგილობრივს შორის, რომლებსაც ბორჯომის პარკის შესასვლელში, გარკვეული ფართი მერიიდან იჯარით აქვთ აღებული.

„ეს ამბები რომ ატყდა ფეისბუქში, ყველა სუვენირი გადავყარე ისე, რომ არცერთი არ გამიყიდია. ფულის გულისთვის ყველაფერს ყიდიანო, რომ ამბობენ, იცით რა მაინტერესებს? ფულის გულისთვის რატომ ვუშვებთ რუს ტურისტებს საქართველოში მაშინ?! თუ ასეთი თავმოყვარეები ვართ, ნუ შემოვუშვებთ. რუსეთი ოკუპანტი რომ არის ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ არის რაღაცეები რაშიც მაინც გვჭირდება ერთმანეთი“, – ამბობს გამყიდველი.

არ ეთანხმებიან მას, გვერდით მოვაჭრეები.

„რატო უნდა გავყიდოთ?! პუტინის ნახვა ტელევიზორში არ მინდა აქ დავიდო და ვუყურო? ეს არ არის სასიამოვნო, ის ჩემს სამშობლოს ერჩის და მე რატო გავყიდო მითხარი!“ – გვეუბნება ერთ–ერთი მოვაჭრე მზია ხრიკაძე.

მის პოზიციას იზიარებს გვერდით მდგომი ნინო პონომარიოვაც: „ოკუპანტის გამოსახულებით ვინმემ რამე რომ გაყიდოს ის ციხეში უნდა ჩასვა. ესეთი ფული არ მჭირდება, როცა ესე ვაჭრობ ხარ შენი ქვეყნის მტერი, თან ბროჯომის პარკს რატომ იყენებენ ფონად და რატომ აკრავენ პუტინს? როგორც არუნდა მოთხოვნადი იყოს მაინც არ გავყიდი“.

30 მარტს, სოციალურ ქსელში, ბორჯომის პარკთან გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სადაც სუვენირებზე პუტინის ფოტო იყო გამოსახული, ამავე სუვენირებზე დატანილი იყო წარწერა, სადაც შეცდომების მიუხედავად იკითხება, რომ პუტინი ბორჯომს სვამს – „А Я ВТИХАРЯ ПЬЮ БОРЖОМИ“. აღნიშნულმა, სოციალურ ქსელშიც და ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

პუტინი ბორჯომის პარკის ფონზე – სუვენირები ბორჯომიდან
ახალი ამბები – 2 აპრილი [Audio]
ბორჯომის ცენტრალურ პარკთან გარევაჭრობა იკრძალება
ბორჯომის ცენტრალური პარკის დირექტორად ლევან ცინცქალაძე დაინიშნა
დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?
შეცდომა საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ სუვენირებზე
პრეზიდენტი: ტურისტებმა ჩამოსვლა უნდა გააგრძელონ, რადგან საქართველო უყვართ