FM97.5 / LIVE

მანდატურის სამსახური 11 წლის ბიჭის საქმეს განცხადებით ეხმაურება

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.04.2019
ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში, 11 წლის ბიჭზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსმახური განცხადებას ავრცელებს.

მანდატურის სამსახური 11 წლის ბიჭის საქმეს განცხადებით ეხმაურება

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"აღნიშნულ სკოლაში წარმოდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური. როგორც კი მანდატურმა შეიტყო იმ ფაქტის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლე, შესაძლოა, ყოფილიყო ვერბალური ბულინგის მსხვერპლი და ამასთან, საფრთხის წინაშე იდგა სასკოლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობა, დაუყოვნებლივ აცნობა მანდატურის სამსახურს. ახალციხეში მყისიერად გაემგზავრა აღნიშნული სამსახურის კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების შემადგენლობით. მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები გაესაუბრნენ კონფლიქტში ჩართულ ყველა რგოლს, შეასრულეს მედიატორის როლი და განახორციელეს ინდივიდუალური სამუშაოები, რის შემდეგაც, საგანმანათლებლო პროცესი სკოლაში აღდგა და დღესაც შეუფერხებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება კონკრეტულ მოსწავლეს, რომელიც, შესაძლოა, იყოს ბულინგის მსხვერპლი, განხორციელდა მისი რეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, ცენტრის მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

მანდატურები აგრძელებენ მუშაობას სკოლაში და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, დაუყოვნებლივ აღმოფხვრან ნებისმიერი ინციდენტი, რამაც, შესაძლოა, დააზარალოს მოსწავლეთა უფლებები და ხელი შეუშალოს სასკოლო პროცესის წარმართვას", - ნათქვამია განცხადებაში.


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.03.2020 სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა

29.03.2020 რომის პაპმა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა

28.03.2020 1.1 მილიონი დოლარი საქართველოს ამერიკისგან

28.03.2020 რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ამოქმედდა
მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა
სკოლებში მანდატურის სამსახური გაძლიერდება
რა შეცვალა მანდატურის სამსახურმა [Video]
ასპინძისა და ვალის სკოლებში მანდატურები დაინიშნენ
საფეხური: რა იცვლება მანდატურის სამსახურში [Audio]
ახალციხეში მასწავლებელმა მოსწავლეს თმა მოქაჩა – საქმეს შსს იძიებს