FM97.5 / LIVE

კომიტეტმა განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა 'ლიბერალურის' ამოღებას მხარი დაუჭირა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.04.2019
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონის მესამე მუხლიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა 'ლიბერალურის' ამოღებას მხარი დაუჭირა

ინიციატივის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატებები, ალექსანდრე ქანთარია და გენადი მარგველაშვილი არიან.

ამის შესახებ, on.ge წერს.

კენჭისყამდე კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განმარატა, რომ პროექტის მეორე მოსმენამდე განათლების სამინისტროსთან, UNICEF-ის წარმომადგენლობასთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლეთან ერთად დამატებითი განხილვა გაიმართება.

დეპუტატები კანონპროექტის მიღების საჭიროებას ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის აუცილებლობით ხსნიან.

დეპუტატები წერენ, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები არ შეესაბამება ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მოთხოვნებს და სულისკვეთებას.

კერძოდ, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია ,"მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა".

კანონპროექტის მიხედვით, ქანთარიასა და მარგველაშვილს სურთ, რომ ეს ჩანაწერი ასე შეიცვალოს: "მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება".

[sknews.ge]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

განათლების კანონიდან სიტყვა 'ლიბერალურის' ამოღებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა
ახალციხეში ‘სპორტის შესახებ’ კანონპროექტის განხილვა გაიმართება
ომბუდსმენმა განათლების სამინისტოს რეკომენდაციით მიმართა
ომბუცმენის განცხადება ბავშვთა უფლებებზე
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია
ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა კანონით აიკრძალება