FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში წელს სტატუსი 82 სტუდენტს შეუჩერდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება, განათლება 01.04.2019
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 1 600-მდე სტუდენტი სწავლობს, აქედან 82–ს, მიმდინარე წლის ოთხი თებერვლის ბრძანებით, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში წელს სტატუსი 82 სტუდენტს შეუჩერდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია: სწავლის საფასურის გადაუხდელობა უნივერისტეტის მიერ დადგენილ ვადებში, უცხო ქვეყანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა და აკადემიური შვებულება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიმდინარე წელს, ყველაზე მეტ, 60 სტუდენტს სტატუსი იურდიულ ფაკულტეტზე შეუჩარდა. ოთხი თებერვლის ბრძანებით, 22 სტუდენტია სტატუსშეჩერებული ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტეტზე. ამავე ბრძანებით, სტატუსი აღუდგა 26 სტუდენტს, მათ შორის იურიდიულ ფაკულტეტზე 11–ს, ინჟინერიის, აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე - ოთხს, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - შვიდს, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე – ოთხს.

„იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ, ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა ისაა, რომ უნივერსიტეტში სწვალის საფასურის გადახდა რამდენჯერმეა შესაძლებელი. თუ სხვა უნივერსიტეტებში თანხას იხდიან აუცილებლად სწავლის დასაწყიში და თანაც მთლიანდ, ჩვენთან ასე არაა. აქ მთელი სემესტრის განმავლობაში შეუძლია სტუდენტს ეტაპობრივად გადახდა“, - ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

მისივე თქმით, თუ სტუდენტი მაინც ვერ ახერხებს სწავლის საფასურის დაფარვას, მას სასწავლებელი შიდა მობილობას ისეთ ფაკულტეტზე სთავაზობს, რომელზეც სწავლას სახელმწიფო აფინანსებს: „გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია, რომ სტუდენტის მომართვის შემთხვევაში, კონკრეტულად მისი საქმე ცალკე განვიხილოთ და ალტერნატიულ ვერსიებზე ვიმსჯელოთ. ასევე, ვგეგმავთ საშეღავათო პოლიტიკის გატარებასაც, რომელზეც ახლა ვმუშაობთ“.

სტუდენტური სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადა ხუთი წელია, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი პირს სტუდენტის სტატუსი უწყდება.

28 მარტი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტის სტატუსი 52 530 ადამიანს აქვს შეჩერებული, რაც სტუდენტთა საერთო რაოდენობის 25%-ია. სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო 17 580 ადამიანს აქვს შეჩერებული, რაც სტატუსშეჩერებული სტუდენტების მთლიანი რაოდენობის 33,5%-ია. ავადმყოფობის გამო სტატუსი - 190–ს, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო - 259–ს, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო კი - 188 ადამიანს აქვს სტატუსი შეჩერებული.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტატუსი 29 სტუდენტს შეუჩერდა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა
გარიცხულ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ
შვიდ სტუდენტს შესაძლოა სტუდენტის სტატუსი შეუწყდეს
სერგო რატიანი: სტატუსშეჩერებული სტუდენტების ზრდა საგანგაშოა
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
ასობით სტუდენტს სტატუსი აღარ შეუჩერდება