FM97.5 / LIVE

‘ხეებს კვარისთვის თლიან’– ყვიბისში 30–მდე ფიჭვის ხე დააზიანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.04.2019
ბორჯომში, სოფელ ყვიბისში, ხელოვნურად გაშენებულ ფიჭვის ხეებს აზიანებენ. ადგილობრივები ხეს კანს კვარის გამო ათლიან, რის გამოც, ხეები ხმება.

‘ხეებს კვარისთვის თლიან’– ყვიბისში 30–მდე ფიჭვის ხე დააზიანეს

დაზიანებული ხეების ფოტოები სოციალურ ქსელში, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა ბაკურ გელაშვილმა გაავრცელა: „ეს სამწუხარო ამბავი, ხდება სოფელ ყვიბისში, ე.წ. კონცხზე, რომელიც არის წლების წინ ხელოვნურად გაშენებული და დღემდე წარმოადგენს სოფლის ერთადერთ დასვენების ადგილს. ეს ხომ ხელოვნურად გაშენებულია და უნდა ემსახუროს თაობებს, სოფელს“, – წერს გელაშვილი.

როგორც მან „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, კონცხზე 30–მდე ფიჭვია დაზიანებული: „ადგილობრივები აზიანებენ ამას, კვარის გამო თლიან ხეებს“.

‘ხეებს კვარისთვის თლიან’– ყვიბისში 30–მდე ფიჭვის ხე დააზიანესამ ფორმით კონცხზე ხეებს რომ ხშირად აზიანებენ, ამაზე ყვიბისის ტარძის მღვდელმსახური, დეკანოზი გაბრიელ ნათენაძეც საურობს: „ეს ტყე კიარა, ნამდვილი კონცხია შუაგულ სოფელში, წინაპრებს ხელით გაუშენებიათ. დილაობით დავრბივარ ხოლმე და სულ მხვდება კვარისთვის ათლილი ხეები. 15 წელია ეს პრობლემა გვაქვს, რამდენჯერ ვუთხარი მეტყევეებს, ერთი პერიოდი პოლიციაც დააყენეს, თუმცა მერე ისევ უყურადღებოდ დარჩა. აქ არსებული ფიჭვები ფაქტიურად განახევრდა ბოლო წლებში. მოგვაგციოს ვინმემ ყურადღება“.

ყვიბისში ხეების დაზიანების შესახებ სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურმა „სამხრეთის კარიბჭისგან“ შეიტყო.

„მომხდარის გამო აუცილებლად გავატარებთ შესაბამის ღონისძიებას. ამ წუთში დავავალებ ჩვენს მეტყევეებს, რომ ადგილი შეისწავლონ. შესაძლებელია ისიც, რომ ჩვენვე დავადგინოთ, თუ ვინ დააზიანა, თუ არადა შესაბამის სამსახურებს მივაწოდებთ ინფორმაციას“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა მეტყვემ კობა სილაგაძემ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სატყეო სამცხე–ჯავახეთში ხეებს ვირუსულ და სოკოვან დაავადებებზე იკვლევს
ადიგენი–ახალციხის გზის მონაკვეთზე ფიჭვის ხეები ხმება
სოფელ ყვიბისში მეწყერისგან დაზიანებული წყლის მილი შეაკეთეს
აწყურის ტყეში ფიჭვის ხეებს მავნებლები ახმობენ
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 1 აპრილი [Audio]
აწყურის ტყეში ხეები ხმება
მესხეთში ტყეს მავნებლები აზიანებენ  – რა წერია დასკვნაში