FM97.5 / LIVE

პუტინი ბორჯომის პარკის ფონზე – სუვენირები ბორჯომიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.03.2019
ბორჯომში, ცენტრალურ პარკთან სუვენიერები ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით იყიდება. ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მარკეტინგული გათვლაა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სუვენირების ავტორი უნდა დაისაჯოს.

პუტინი ბორჯომის პარკის ფონზე – სუვენირები ბორჯომიდან

სუვენირების ფოტო, სადაც ბორჯომის ცენტრალური პარკის ფონზე ვლადიმერ პუტინის გამოსახულება ჩანს, სოციალურ ქსელში დღეს, 30 მარტს გამოჩნდა. ამავე სუვენირებზე დატანილია წარწერა, სადაც შეცდომების მიუხედავად იკითხება, რომ პუტინი ბორჯომს სვამს – „А Я ВТИХАРЯ ПЬЮ БОРЖОМИ“.

სუვენირების ფოტოს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა: „აქ მარკეტინგული გათვლაა, გაყიდვებზე და შესაბამისად მოგებაზე, ის უბრალო გამყიდველი არაფერ შუაშია, იდეა ვისაც მოუვიდა მსგავსი სუვენირების დამზადების, პასუხი მასთან უნდა ვეძებოთ“.

ბორჯომში მცხოვრებლების ნაწილი კი ფიქრობს, რომ მსგავსი სუვენირები ქალაქში არ უნდა იყიდებოდეს: „ჩვენ გეზი ევროპისკენ გვაქვს და ასეთ სუვენირს ჩვენს ქალაქში არ უნდა ვყიდიდეთ. მე პირადად არ მომწონს და არ შევიძენდი“.

ბორჯომის ცენტრალური პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ მსგავსი სუვენირები ცენტრალურ პარკში არ იყიდება და მათზე დატანილი პარკის ფოტოც ადმინისტრაციის საკუთრება არ არის. „ჩვენ არ გავქვს უფლება მოვითხოვოთ ამ სუვენირების აღება. კერძო პირები არიან და ყიდიან. გარდა მაგისა, თეფშები და სხვა ნივთებიც არის, სადაც დატანილია პარკის ფოტოები, თუმცა მათგან ჩვენი ფოტო არცერთია“, – განმარტეს ბორჯომის ისტორიული პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ტერიტორია, სადაც სუვენირები იყიდება, კერძო პირებს ბორჯომის მერიისგან იჯარით აქვთ აღებული. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მათ უფლება არ აქვთ გამყიდველებს მათი გაყიდვა აუკრძალონ.

იურისტების განმარტებით, მსგავს საკითხებს კანონი არ არეგულირებს. შესაბამისად, ასეთი სუვენირების გაყიდვა კანონდარღევევა არ არის. „ვისაც უნდა გაყიდის და ვისაც უნდა იყიდის. გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება სრულიად და თუ ვინმე ჰყავს მყიდველი პუტინის გამოსახულებიან სურათს, უნდა გაიყიდოს“, – განმარტავს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

09.11.2019 აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა

09.11.2019 ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘მაშინ ნურც რუს ტურისტებს შემოვუშვებთ’– პუტინის სუვენირების გამყიდველი ბორჯომიდან
ბორჯომის ცენტრალური პარკის დირექტორად ლევან ცინცქალაძე დაინიშნა
შეცდომა საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ სუვენირებზე
ბორჯომის პარკის განვითარების გეგმა კონკურსანტებმა ჟიურის წარუდგინეს [R]


ბორჯომის პარკის კონცეფციის კონკურსზე ორი პროექტი შეირჩა [R]
ბორჯომის ცენტრალურ პარკთან გარევაჭრობა იკრძალება
9 აგვისტომდე ბორჯომის პარკში შესვლა უფასო იქნება