FM97.5 / LIVE

40 წელს გადაცილებულ პირებს საპენსიო სისტემიდან გასვლა შეუძლიათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.03.2019
პირველი აპრილიდან, დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩართულ პირებს ანუ მათ, ვისაც 2018 წლის ექვს აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი, შეუძლიათ საპენსიო სქემა დატოვონ.

40 წელს გადაცილებულ პირებს საპენსიო სისტემიდან გასვლა შეუძლიათ

მსურველებს განცხადების დაწერა საპენსიო სააგენტოს ოფისში ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში შეუძლიათ.

"სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება ის თარიღი, როდესაც კომპანიის, ან ორგანიზაციის ბუღალტერმა დახურა დეკლარაცია და განახორციელა დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი. კანონის თანახმად, პირველი დახურული დეკლარაციის თარიღიდან სამი თვის შემდეგ, დასაქმებულს აქვს უფლება დაწეროს განცხადება დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ", – ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ განცხადების დასაწერად დასაქმებულებს მხოლოდ ორი თვე აქვთ. თუ ამ ორ თვეში დასაქმებული არ დაწერს განცხადებას, ის რჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ. ამასთან, განცხადების დაწერა მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე შეუძლია. საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული) დაუბრუნდებათ. სააგენტო თანხების დაბრუნებას 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს.

[sknews.ge]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 265–მა ადამიანმა დატოვა
სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სქემიდან გასვლაზე სააგენტოს 300–მდე პირმა მიმართა
რამდენმა ადამიანმა დატოვა სავალდებულო საპენსიო სისტემა სამცხე–ჯავახეთში
დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება
ხვალ ახალციხეში საპენსიო რეფორმის შესახებ შეხვედრა გაიმართება
დღის კითხვა: უნდა დაიწიოს თუ არა საპენსიო ასაკმა [Video]