FM97.5 / LIVE

ქმარზე ძალადობისთვის ქალი პასუხისგებაში მისცეს

მთავარისიახლე, სამართალი 30.03.2019
ქმრის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ქალი პასუხისგებაში მისცეს. კაცი ამბობს, რომ ცოლი სცემდა.

ქმარზე ძალადობისთვის ქალი პასუხისგებაში მისცეს

ახალქალაქის რაიონული სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელიც ცოლის მხრიდან ქმრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.
ცოლ–ქმარი ნინოწმინდიდანაა. როგორც 60 წლამდე კაცი ამბობს, ცოლი ფიზიკურად უსწორდებოდა და ემუქრებოდა.

52 წლის ქალი ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ქმარი აქეთ ემუქრებოდა და ცივი იარაღის გამოყენებით ცდილობდა მასზე ზეწოლა მოეხდინა.

„ამ ქალს ედავებიან, რომ ქმარს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კაცმა განიცადა ტანჯვა, რაც დანაშაულია“, – განმარტავს ქალის ადვოკატი, პაატა მანველიშვილი.

ადვოკატის თქმით, საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილი არ არის.

ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, 3 000 ლარის ოდენობით შეეფარდა. იგი ბრალს არ აღიარებს.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ქმარზე ძალადობისთვის ქალს განაჩენი გამოუტანეს
ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმეზე დაზარალებულის მამა დაკითხეს
ახალქალაქში ქალის მოტაცების საქმეზე მეხუთე პირი დააკავეს
შვილზე ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
23 წლის ბიჭი დის ცემის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს
40 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა
ცოლის მუქარაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა