FM97.5 / LIVE

წინასაარჩევნოდ გააქტიურებული დაზღვევის თემა

მთავარი 07.06.2012
სექტემბრიდან სახელმწიფო ორ მილიონამდე მოქალაქის დაზღვევას აპირებს. რატომ გააქტიურდა მოქალაქეთა დაზღვევის თემა

წინასაარჩევნოდ  გააქტიურებული დაზღვევის თემა

უკვე ცნობილია, რომ პირველი სექტემბრიდან უფასო სადაზღვევო პოლისით ისარგებლებენ: ასაკით პენსიონერები, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, წინასწარი გათვლებით, სამედიცინო დაზღვევის პოლისებით ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი მოქალაქე ისარგებლებს.

რა პირობებს სთავაზობს სახელმწიფო მოქალაქეებს ჯერ უცნობია. თუმცა, დაპირებების თანახმად, პოლისები დაფარავს ყველა ძირითად საჭიროებას, მათ შორის, ონკოლოგიისა და კარდიოქირურგიის მიმართულებებსაც. თანადაფინანსება გავრცელდება სტაციონალური მკურნალობისა და მედიკამენტების საფასურის ანაზღაურების კუთხითაც.

ჯანდაცვის ექსპერტს ირაკლი სასანიას ინიციატივა მოსწონს, თუმცა პრობლემებსაც ხედავს. მისი თქმით, მოქალაქეები კვალიფიციური მომსახურებით ვერ ისარგებლებენ: “კვალიფიციური მომსახურება საერთოდ სერიოზული პრობლემაა საქართველოში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღარ ფუნქციონირებს უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების სისტემა. ასევე არ არსებობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის შემაფასებელი სახელმწიფო თუ კერძო ინიციატივები”.

არაკვალიფიციურ მომსახურებაზე საუბრობს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი მაგდა ანიკაშვილიც: “პოლისში საბაზრო ფასების მხოლოდ ნახევარია გათვალისწინებული. მაგალითად, თუ მშობიარობის საბაზრო ფასი 800-1000 ლარია, სახელმწიფოს სადაზღვევო პოლისი მხოლოდ 400-ლარიან დაფინანსებას ითვალისწინებს”.

სასანიას განცხადებით, დაზღვეულები ყოველთვის ისარგებლებენ დაზღვევის საშუალებებით, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა ექსპერტი დღევანდელი სადაზღვევო ბაზარზე უამრავ პრობლემას ხედავს: “არის მონოპოლია (რაიონული წარმომადგენლობა ერთი სადაზღვევო კომანიის სახით), ინტერესთა კონფლიქტი (ფარმაცევტული კომპანია მფლობელი სადაზღვევო კომპანიასა და საავადმყოფოების), სახელმწიფოს მიერ კერძო სადაზღვევო ინდუსტრიისათვის ნათელი მიზნების არ დასახვა. სახელმწიფოს მიერ კონტროლის არარსებობა, თუ რამდენად ეფექტურად იხარჯება ყოველი ლარი და სხვა”.

2010 წლიდან, მთავრობის დადგენილებით, რეგიონებში მხოლოდ ერთი სადაზღვევო კომპანია მუშაობს. სამცხე-ჯავახეთში ასეთი კომპანია “იმედი ელია”.

“იმედი ელ-ის” ახალციხის ფილიალის დირექტორის კახა ბერიძის თქმით, კომპანია სახელმწიფო პროგრამებზე მუშაობს. ამის გარდა, “იმედი ელს” კორპორატიული კლიენტებიც ჰყავს. ინდივიდუალურმა დაზღვევამ ჯერ ფეხი ვერ მოიკიდა.

- “კორპორატიული დაზღვევის დროს ორგანიზაციებს უფრო კარგ პირობებს ვთავაზობთ. ინდივიდუალურ დაზღვევაში შედის მხოლოდ სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევები, გეგმიური ოპერაციები და მკურნალობა არ შედის, ასევე შეზღუდვებია მედიკამენტებზეც”, - ამბობს კახა ბერიძე.

საყოველთაო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის უზრუნველყოფის თემის გააქტიურებას სასანია უცნაურს უწოდებს, ასევე საეჭვოდ მიიჩნევს ამდენი ადამიანის დაზღვევას: “მოქალაქეების დაზღვევის თემის გააქტიურება უცნაურად ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს და “ქართული ოცნების” ლიდერის განცხადებებს. საეჭვოა რეალურად მოხდება თუ არა ამდენი ადამიანის დაზღვევა, როგორც ცნობილია, ეს ხარჯები ამ წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა”.

“ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ინციატივით, მინიმალური სადაზღვევო პაკეტით საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა სარგებლობდეს.

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივის ფინანსური მაჩვენებლები გაწერილია და საყოველთაო დაზღვევის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანდაცვის ხარჯებს 800 მილიონი ლარით გაზრდის.

საყოველთაო დაზღვევის თემა მოქალაქეებს მაინცდამაინც არ ხიბლავთ. როცა დაზღვევის თემაზე ესაუბრები, “იაფი დაზღვევის” პროგრამას ახსენებენ და ამბობენ, რომ ახალი ინიციატივებსაც ისეთივე ფინალი ექნება, როგორც ეს 5-ლარიანი დაზღვევის შემთხვევაში იყო. მათი თქმით, უნდობლობას ის ფაქტიც იწვევს, რომ დღემდე ხშირია გაურკვევლობები და დავები სადაზღვევო კომპანიებთან.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურს, რომელსაც სადაზღვევო დავების მოგვარება ევალება, 2010 წლის ივლისიდან დეკემბრამდე, 3646-მა ადამიანმა მიმართა, დღეში საშუალოდ 28 ადამიანმა. 2011 წლის იანვრიდან ივნისამდე კი ეს ციფრი 3923-მდე გაიზარდა, (საშუალოდ დღეში - 30, თვეში კი 653 მიმართვა ).

მედიაციის სამსახურის ანგარიშის თანახმად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საგრძნობლად იკლო მესამე კატეგორიის, ანუ რთული დავების შემთხვევებმა. ეს კი საიმედო მაჩვენებელია.

გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას მედიაციის სამსახურის ახალი უფროსი სოფო ლებანიძე წარუდგინა და კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ დაზღვეული მოქალაქეების უფლებები საქართველოში სათანადოდ იქნება დაცული.

ჯანდაცვის ექსპერტები და მოქალაქეები იმედოვნებენ, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამები "ფასადური" არ იქნება და შესაბამისად, "ჯანდაცვის ომბუდსმენთან" მიმართვების რაოდენობაც არ მოიმატებს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე


1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო დაზღვევის სტატისტიკას აქვეყნებს
დღეიდან სადაზღვევო პოლისების დარიგება დაიწყო
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა
ახალციხეში სადაზღვევო კომპანია 'ირაოს' ოფისი გაიხსნა
საყოველთაო დაზღვევით ახალციხეში 148 პაციენტმა ისარგებლა