FM97.5 / LIVE

საფეხბურთო კლუბი 'ბორჯომი' საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.03.2019
ქალაქ ბორჯომში, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპის მატჩი დასრულდა. ბორჯომულ დერბში ერთმანეთს ბორჯომის "თორი" და ბორჯომის "ბორჯომი" შეხვდნენ.

საფეხბურთო კლუბი 'ბორჯომი' საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

ბორჯომული დერბი დღეს, 28 მარტს, ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყო. მატჩის პირველ ტაიმი ანგარიშით 4:1, "ბორჯომის" სასარგებლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში "თორელები" წონასწორობის აღდგენას შეეცადნენ, თუმცა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს.

მატჩის მიწურულს "თორმა" კიდევ ერთი გოლი გაუშვა და საბოლოოდ, დერბში "ბორჯომმა", ანგარიშით 5:2 გაიმარჯვა.

საფეხბურთო კლუბ "თორმა" "ბორჯომთან" დაპირისპირებამდე ორ მატჩში გაიმარჯვა. მათ ჯერ ახალქალაქის "აბული", ანგარიშით 2:1, შემდეგ კი ახალციხის "მესხეთი" ანგარიშით 12:0 დაამარცხეს.

საფეხბურთო კლუბი "ბორჯომი" კი გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და გამარჯვებით დაიწყო.

დღევანდელი მატჩის შემდეგ, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასისთვის სამცხე–ჯავახეთიდან მხოლოდ ერთი გუნდი, ბორჯომის "ბორჯომი" ითამაშებს. ვინ იქნება ბორჯომელების შემდეგი მეტოქე, ეს ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.



[ავთო ინასარიძე, ბორჯომი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘თორმა’ და ‘აბულმა’ შინ გაიმარჯვეს, ‘მესხეთი’ კი თბილისში დამარცხდა
საქართველოს თასზე ‘თორი’  და ‘ბორჯომი’  ერთმანეთს შეხვდებიან
‘ბორჯომი’, დაძაბული მატჩის შემდეგ, ზედა ლიგაში ასვლის შანსს ინარჩუნებს
ბორჯომის ‘თორმა’ დაფინანსების მიღების შემდეგ პირველი ადგილი დაკარგა
ბორჯომის ‘თორმა’ 5 მატჩიდან ვერცერთი მოიგო
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდებმა ჩემპიონატის პირველი მატჩები გამართეს
'მესხეთმა' მეორე საშინაო მატჩში წარმატება მოიპოვა