FM97.5 / LIVE

ახალციხის ტურისტულ პოტენციალს უკრაინის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.03.2019
უკრაინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მონაწილეობას ახალციხის წარმომადგენლებიც მიიღებენ. ღონისძიებისათვის ახალციხის მერიისა და "ახალციხის ციხის" თანამშრომლები გაემგზავრნენ.

ახალციხის ტურისტულ პოტენციალს უკრაინის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა (Ukraine International Travel & Tourism Show) 27 მარტს დაიწყო. ღონისძიებაში საქართველო 13 დელეგატით არის წარმოდგენილი.

გამოფენაზე ახალციხეს ააიპ "ახალციხის ციხე" და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს. ასევე საქართველოდან აჭარისა და კახეთის ტურისტული კომპანიებიც იღებენ მონაწილეობას.

ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, გამოფენის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მიმდინარეობს: "მიზანი მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებაა, რაც ახალციხეში კიდევ უფრო მეტ ტურისტსა და ვიზიტორს მოიზიდავს".

ტურისტულ ღონისძიებებს შორის დაგეგმილია სარეკლამო პლატფორმების, ბაზრის კვლევისა და იმიჯის შექმნის ეფექტურ პლატფორმის ტრენინგ–სემინარები.

გამოფენის ფარგლებში 70-ზე მეტი სემინარი გაიმართება. ახალციხის მერიიდან გასამართ ღონისძიებებში ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ზაზა თამარაშვილი და მერის მოადგილე, რუბენ კარაპებიტანი მონაწილეობენ.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 27 მარტს დაიწყო და 29 მარტამდე გაგრძელდება.
მასში სულ 24 ქვეყნის 366 ტურისტული კომპანია მონაწილეობს.

ახალციხის ტურისტულ პოტენციალს უკრაინის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 ‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხე ვარშავის ტურისტულ გამოფენაზე ®
ტურისტულ გამოფენაზე ახალციხის მერიამ საინფორმაციო ბუკლეტები და ხელნაკეთი ნივთები წარადგინა
7213 ლარი თურქეთში ვიზიტისთვის
ახალციხე საერთაშორისო ტურისტული კომპანიების ყურადღების ცენტრში მოხვდა
ახალციხეს უკრაინიდან 14 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია
ახალციხის მერია კამერა ‘დრონს’ ყიდულობს
აბასთუმანში ტურისტული სეზონი იხსნება