FM97.5 / LIVE

ჯანდაცვის სამინისტრო:'მოსაზრება, რომ ტუბერკულოზს ჰაერი კურნავს მითია'

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.03.2019
ჯანდაცვის სამინისტროში, ტუბერკულოზის კურორტ აბასთუმანში მკურნალობის საჭიროებას ვეღარ ხედავენ და ამბობენ, რომ ამ დაავადებას არა ჰაერით, არამედ მედიკამენტურად მკურნალობა სჭირდება. ამიტომ აბასთუმნის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში მხოლოდ განკურნებული ადამიანები მოხვდებიან.

ჯანდაცვის სამინისტრო:'მოსაზრება, რომ ტუბერკულოზს ჰაერი კურნავს მითია'

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ტუბერკულოზის ჰაერით განკურნებას არცერთი მეცნიერული კვლევა ან მტკიცებულება ადასტურებს. შესაბამისად, ის მითია და არა რეალობა: "სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ მუსირებს აზრი, რომ ტუბერკულუზის კლიმატით მკურნალობა სარგებლიანი და აუცილებელია. ეს შეიძლება ხალხისთვის დამაბნეველი იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ დაავადებას კურნავს წამალი. მოსაზრება, რომ ამის გარდა შეიძლება პაციენტს სხვა რამე ეხმარებოდეს, არის დამღუპველი".

აქედან გამომდინარე, მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ ტუბერკულიოზით დაავადებულები სად იმკურნალებენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, ქვეყანა გადასულია მკურნალობის მედიკამენტურ და თანამედროვე მეთოდებზე, მათ შორის ერთ–ერთია ამბულატორიული მკურნალობა: "მთავარია, მედიკამენტები იყოს სწორად მიცემული, ამბულატორიულადაც ეფექტური იქნება მკურნალობა. ვფიქრობთ, რომ უკეთესია პაციენტები მცირე დროის განმავლობაში იყვნენ სტაციონარში და იმკურნალონ ამბულატორიულად".

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აბასთუმანში ტუბერკულიოზით მკურნალობა შესაძლებელი აღარ იქნება და ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც აბასთუმანში შენდება, მხოლოდ განკურნებული ადამიანები მოხვდებიან. სამინისტროს ჯერ–ჯერობით არ აქვს გეგმები იმ ძველ შენობასთან დაკავშირებით, რომელშიც ჯერ კიდევ ტუბსაავადმყოფოა განთავსებული: "დიდიხანია ვიცით, რომ ეს შენობა სამედიცინო მიზნებისათვის შეუთავსებელია და არც არასდროს გვქონია გეგმა, რომ სხვა მიზნით გამოგვეყენებინა. არც ახლა გვაქვს".

ტუბერკულიოზის მკურნალობის მედიკამენტურ მეთოდებზე საუბრობენ ტუბერკულიოზისა და ფილტვით დაავადებათა ეროვნულ ცენტრშიც, მისი წარმომადგენელი ნანა ქირია "სამხრეთის კარიბჭესთან" განმარტავს, რომ "მსოფლიომ ტუბერკულოზის სამკურნალოდ კლიმატოთერაპიულ მეთოდზე უარი თქვა ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების სინთეზირების შემდეგ. დადგენილია, რომ კლიმატოთერაპია არ იწვევს ტუბერკულოზისაგან განკურნებას. განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით, რომლებიც ანადგურებენ ტუბერკულოზის გამომწვევს ადამიანის ორგანიზმში".

ცენტრის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით, ბოლო წლებში ტუბერკულიოზით დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და ეს მკურნალობის ახალმა მეთოდებმაც გამოიწვია.

აღნიშნული ცენტრი 250 საწოლზეა გათვლილი და ახლა აქ 160 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის ექვსი, რამდენიმე დღის წინ, აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოდან გადაიყვანეს.

რაც შეეხება სამცხე–ჯავახეთს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ინფორმაციით, 2019 წელს ტუბერკულიოზის სამი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ორი ახალციხეში და ერთი ბორჯომში. სხვა მუნიციპალიტეტებში არცერთი შემთხვევა ფიქსირდება.

2018 წელს, სამ მუნიციპალიტეტში ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში 14 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ასპინძაში, ახალქლაქსა და ნინოწმინდაში არცერთი. ასპინძაში ბოლო სამი წელია, დაავადების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში აცხადებენ, რომ გასულ წლებთან შედარებით, დაავადების გამოვლენა შემცირებულია.

დღეისათვის, საქართველოში აბასთუმნის გარდა, ტუბერკულიოზზე სტაციონალური მკურნალობა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ფოთშია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის ტუბსაავადმყოფომ პაციენტების სტაციონალური მკურნალობა შეაჩერა და ამბულატორიულზე გადავიდა. აქ მყოფი 25 პაციენტიდან შვიდი სტაციონალში გადაიყვანა, ხოლო 18 ამბულატორიულ მკურნალობაზე.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


16.07.2020 ‘აგვისტოში 1 500-მდე ვაკანსია გამოცხადდება’ - მასწავლებელთა ეროვნული ცენტრი

16.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ბიოლოგიაში აბარებენ

16.07.2020 სოფიო გორგოძე ახალციხეში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 ‘ორ დღეს ვაძლევ ვაჟა ჩიტაშვილს რომ თავისი ფარები მოაშოროს’ - ბესიკ ამირანაშვილი [ვიდეო]

14.07.2020 ბორჯომის საკრებულომ ‘საგანგებო ბიუჯეტიდან’ 10 000 ლარამდე გახარჯა

14.07.2020 4 დღის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი

14.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 3 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განთავსდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ტუბერკულოზის სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში
რატომ შემცირდა ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი?
‘დაავადებისგან თითქმის განკურნებულები იყვნენ’– ტუბის დირექტორი სახლში გაშვებულ პაციენტებზე
‘აბასთუმანში ჰაერი მინდა, წამლით თბილისშიც ვიმკურნალებ’ – პაციენტები კურორტიდან ტუბის გადატანაზე
აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია
‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ საქმიანობის დასაწყებად ლიცენზიას ელოდება
ახალციხეში ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო