FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' მეორე ეტაპი იწყება [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 28.03.2019
საკრებულოს მიერ უკვე განხილული და დამტკიცებულია "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა. აღნიშნული პროექტები 15 ადმინისტრაციული ერთეულის, 46 დასახლებაში მცხოვრებლებმა სოფლის საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' მეორე ეტაპი იწყება [R]

მოსახლეობის მიერ არჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, არსებული სკვერებისა და სასაფლაოს ღობის აღდგენა, გარე განათების ქსელის მოწყობა, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა, ხიდების შეკეთება, შიდა გზების მოხრეშვა და სხვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ პროექტებზე შესაბამისი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები 1 აპრილის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება. შერჩეული პროექტების განხორციელებას, ცენტრალური ბიუჯეტიდან 612 ათასი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 240 ათასი ლარი მოხმარდება.

ქვეყნის მასშტაბით "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, 3700 სოფლის მცხოვრებმა თავად გადაწყვიტა, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 40 მილიონი ლარი. შედეგად, სოფლის კრებებზე მიღებულია 2 300-ზე მეტი გადაწყვეტილება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ მეორე ეტაპი იწყება[R]
ახალციხეში  ‘სოფლის პროგრამის’ ფარგლებში შერჩეული  პროექტების განხორციელება დაიწყო
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' განახლდა
უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]
გზა და წყალი – ადიგენის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა
სამცხე–ჯავახეთში 'სოფლის პროგრამით' სამშენებლო სამუშაოები ორ მუნიციპალიტეტში დაიწყო