FM97.5 / LIVE

‘ეს ტურისტების ნაკადს შეამცირებს’ – ბორჯომში მდინარის ნაპირები დაბინძურებულია

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.03.2019
ბორჯომის სამ სოფელში ყვიბისში, ლარებსა და ჭობისხევში მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მდინარეში ყრის. გარემოსდამცველები ადგილობრივების დაჯარიმებასა და დასუფთავების სამსახურის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ.

‘ეს ტურისტების ნაკადს შეამცირებს’ – ბორჯომში მდინარის ნაპირები დაბინძურებულია

სოფელ ყვიბისში მდინარე დასახლების შუაგულში მიედინება. მიუხედავად იმისა, რომ მდინარის ნაპირას ნაგვის ურნები დგას, ადგილობრივები ნაგავს მაინც მდინარეში ყრიან. ყვიბისულაზეა დაერთებული საკანალიზაციო არხებიც.

„აქვე ვცხოვრობ და ყოველთვის ნაგვის ურნაში ვყრი ნაგავს. მეც ვბრაზდები, მაგრამ მაინც ყრიან, ალბათ იმიტომ, რომ ნაგვის ურნები მხოლოდ ცენტრალურ გზებზე დგას, შიდა ქუჩებში კი არ არის“, – ამბობს ყვიბისში მცხოვრები ნანი მახარაშვილი.

500 კომლიან სოფელში დანაგვიანებულ მდინარეზე ლაპარაკი არ სურთ, ყველა ამტკიცებს, რომ ნაგავს ურნაში ათავსებს, თუმცა ყვიბისულაში მხოლოდ საყოფაცხოვრბო კი არა, სამშენებლო ნარჩენებიც ყრია.

‘ეს ტურისტების ნაკადს შეამცირებს’ – ბორჯომში მდინარის ნაპირები დაბინძურებულია

‘ეს ტურისტების ნაკადს შეამცირებს’ – ბორჯომში მდინარის ნაპირები დაბინძურებულია

‘ეს ტურისტების ნაკადს შეამცირებს’ – ბორჯომში მდინარის ნაპირები დაბინძურებულია

ანალოგიურია ვითარება ჭობისხევშიც, აქ ადგილობრივები ნარჩენებს მტკვარში ყრიან. სოფელში 250 ოჯახი ცხოვრობს.

„ნარჩენებს ეზოში ვწვავ. ნაგვის ურნა ჩემი სახლიდან 200 მეტრითაა მოშორებული და იმხელა გზაზე ვერ გამაქვს. მდინარის ნაპირზე სულ 10 ოჯახი ცხოვრობს და ნამდვილად არ ვიცი ვინ აბინძურებს სანაპიროს. ალბათ ღამე გამოაქვთ, თორემ დღე დავინახავდი“, – ამბობს გივი მაისურაძე, რომელიც ჭობისხევში მდინარის ნაპირზე ცხოვრობს.

საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია სოფელ ლარებთანაც, აქ ნაგავი ცენტრალური გზიდანაც კარგად ჩანს. სოფელში ექვსი ოჯახი ცხოვრობს, ყველა მათგანი აცხადებს, რომ ნარჩენები სანაპიროზე არ გააქვთ.

„ეს ძველი ნაგავია, ახლა აღარავინ ყრის, გაიხედეთ ჩემი ეზოს წინ, იქ არაფერია, სხვაზე ვერაფერს გეტყვით, ცელოფნის პარკებში ვაგროვებ და ნაგვის ურნაში ვაგდებ“, – ამბობს ლარებში მცხოვრები მადონა ლომიძე.

‘ეს ტურისტების ნაკადს შეამცირებს’ – ბორჯომში მდინარის ნაპირები დაბინძურებულია

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მოძრაობა - საქართველოს“ ოფისის დირექტორი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ არალეგალური ნაგავსაყრელები ბორჯომში საკმაოდ ბევრია. მდინარეებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები მტკვარში ჩადის, რითაც გარემო ბინძურდება, გარდა ამისა ჩნდება დაავადებების კერაც: „ეს არის წყლის სერიოზული დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. ზაფხულში დანაგვიანებული გარემო იწვევს ალერგიულ რეაქციებს. იზრდება მწერების რაოდენობა და ინფექციური დაავადებები“.

ჩხობაძე ამბობს, რომ დანაგვიანებული გარემო ბორჯომში ტურისტების ნაკადსაც მნიშვნელოვანდ შეამცირებს, ამიტომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ზომები უნდა გაამკაცროს: „ძნელია გამოავლინო დამბინძურებელი. ეს არის ძალიან რთული პროცედურა, არცერთი მეზობელი არ იტყვის ვინ გადაყარა ნაგავი მდინარეში. ზედამხედველობის სამსახური ითხოვს, მაშინ დამიყენეთ კამერები და დავინახავ ვინ ყრისო. ვფიქრობ გამოსავალია, თუ საჯარიმო სანქციები ერთ ადამიანზე კი არა, მთელ სოფელზე დაიწერება, მაგრამ სოფელი არ არის იურიდიული პირი და ამასაც ვერ იზამ“.

2020 წლამდე თვითმმართველობებმა არალეგალური ნაგავსაყრელების პრობლემა უნდა მოაგვარონ.

„მათ ამისთვის ბიუჯეტში თანხებიც ექნებათ გაწერილი. გარდა ამისა უნდა გაძლიერდეს დასუფთავების სამსახური, უნდა შეიძინონ დამატებითი ურნებიც, რადან მიმდინარე წლიდან ნარჩენების სეპარირებაც დაიწყება“, – ამბობს ჩხობაძე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში 700 ნაგვის ურნა დგას. უახლოეს მომავალში კი 60 ურნის დამატება იგეგმება. დასუფთავების სამსახურის უფროსის დავით ზაალიშვილის განმარტებით, ნაგავმზიდი სოფელში კვირაში ორჯერ მიდის, მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ნარჩენებს მაინც მდინარესა და ქუჩაში ყრის: „მოსახლეობაც უნდა ზრუნავდეს სისუფთავეზე. ურნებს არ გვადმევინებენ თავის სახლთან ახლოს, ზოგი სად ჩააგორებს ზოგი სად, იყო შემთხვევა, რომ ხევში გადააგდეს“.

ზაალიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც სოფლებში თოვლი დადნა და ნარჩენები გამოჩნდა, დასუფთავებაც დაიწყეს. პირველ ეტაპზე ტურისტული ზონები დაასუფთავეს, მომავალი კვირდან კი სოფლებში გავლენ. დასუფთავების აქციაში ჩაერთვება სხვადასხვა ორგანიზაციაც: „მდინარეების დასუფთავება ძალიან რთულია. ჩვენ მოსახლეობას ვაფთხილებთ, რომ არ დააბინძურონ გარემო, დაჯარიმება კი მერიის ზედამხედველობის პრეროგატივაა“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ 2018–2019 წლებში ზედამხედველობის სამსახურს არცერთი მოქალაქე არ დაუჯარიმებია.

‘ეს ტურისტების ნაკადს შეამცირებს’ – ბორჯომში მდინარის ნაპირები დაბინძურებულია

‘ეს ტურისტების ნაკადს შეამცირებს’ – ბორჯომში მდინარის ნაპირები დაბინძურებულია

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ნარჩენებს ჩიხებსა და მდინარის ნაპირებზე ყრიან [Photo]
ახალციხეში მდინარე ფოცხოვის ნაპირი დაბინძურებულია
ბეჟანოში უგზოობის გამო ნაგავმზიდი ვერ მიდის, ამიტომ ნარჩენებს გზის პირზე ყრიან
ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა
ნაგავმზიდების ‘ავტოსადგომი' შუა ქალაქში
ახალი ნაგვის ურნები მეზობლებს შორის უთანხმოების  მიზეზი გახდა
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ნაგვის ურნების დამატებას ითხოვენ