FM97.5 / LIVE

მეორე კვირაა 11 წლის ბიჭი სკოლაში არ დადის, მისი კლასელები კი გაკვეთილებზე დაბრუნდნენ

მთავარისიახლე, განათლება, სამართალი 27.03.2019
ახალციხის ერთ–ერთი სკოლის მეექვსე კლასში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგა, თუმცა გაკვეთილებს 11 წლის ბიჭი ვერ ესწრება. როგორც დედა ამბობს, მეორე კვირაა ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობს.

მეორე კვირაა 11 წლის ბიჭი სკოლაში არ დადის, მისი კლასელები კი გაკვეთილებზე დაბრუნდნენ

„სამი დღის წინ სკოლაში მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები რომ ჩამოვიდნენ, ბავშვის მიყვანა მთხოვეს. მივიყვანე, მაგრამ ცუდად გახდა და უკან წამოვედით“, – ამბობს დედა და ამატებს, რომ ბავშვი 18 მარტის შემდეგ სკოლაში აღარ ყოფილა.

მესამე დღეა სკოლაში რჩებიან მანდატურის სამსახურის სპეციალისტები.

"ახალციხეში იქამდე დავრჩებით, ვიდრე სკოლაში ვითარება არ დასტაბილურდება. ჩვენი მიზანი ვითარების შეფასება და პროცესების მართვაა. ახლა მთავარი ისაა, რომ ჩვეულ გარემოს დაუბრუნდეს კლასი, ამიტომ დისტანციურად ვაკვირდებით პროცესებს. ასევე, სკოლას ჰყავს მანდატური და ჩვენი წასვლის შემდეგაც უწყვეტ რეჟიმში გავცვლით ინფორმაციას“, – გვითხრა მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა თეონა ჩიტიაშვილმა.

მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები, 11 წლის ბიჭის შესახებ არ საუბრობენ.

ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ამ საქმეზე მასწავლებელს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკისრა. მასწავლებელი ბავშვზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ მან კლასი დატოვა. ამის გამო კლასში ყველა, 14–ვე ბავშვის მშობელი 11 წლის ბიჭს დაუპირისპირდა. დედები ირწმუნებიან, რომ ბავშვი და მისი ბებია ცრუობს, მოზარდი სკოლაში არავის დაუჩაგრავს და ყველაფერი მოგონილია. ამ მიზეზით მშობლებმა დამრიგებლის კლასიდან წასვლაც მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად, 25 მარტს, ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს. მეორე დღეს კი დამრიგებელმა კლასი დატოვა.

11 წლის ბიჭის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. როგორც მეექვსეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა.

მომხდარს ახალციხის რაიონული სამმართველო არასრუწლოვნის მიმართ შესაძლო ძალადობის მუხლით იძიებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

11 წლის ბიჭის შესაძლო ბულინგის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ
მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა
11 წლის ბიჭის საქმეზე მშობლებმა დამრიგებელს კლასი დაატოვებინეს
11 წლის ბიჭი სკოლაში დაბრუნდა, მის კლასს კი ახალი დამრიგებელი ჰყავს
შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო
დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა