FM97.5 / LIVE

‘რაღაც გაურკვევლობა მოხდა’– სამცხე–ჯავახეთში მომუშავე სოცმუშაკები სამსახურში დაბრუნდნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 27.03.2019
სამცხე–ჯავახეთში მომუშავე სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მათი ხელმოწერილი განცხადებები, რის მიხედვითაც, ისინი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვას უერთდებოდნენ, საინიციატივო ჯგუფამდე ვერ მივიდა, ამიტომ იძულებულები გახდნენ სამსახურში დაბრუნებულიყვნენ.

‘რაღაც გაურკვევლობა მოხდა’– სამცხე–ჯავახეთში მომუშავე სოცმუშაკები სამსახურში დაბრუნდნენ

„ჩვენი გადაგზავნილი განცხადებები სამწუხაროდ არ აღმოჩნდა საინიციატოვო ჯგუფში იმ განცხადებაზე მიკრული, რის მიხედვითაც სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით იფიცებიან, კანონის ფარგლებში, სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ არ აღმოვჩნდით გაფიცულები, ამიტომ მოგვიწია სამსახურში დაბრუნება“, – ამბობს სოციალური მუშაკი ელენე არბოლიშვილი.

უფროსი სოციალური მუშაკი სამცხე–ჯავახეთში ნინო საანიშვილი გვიდასტურებს, რომ სამსახურშია თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურს: „ამ წუთში გადაუდებელზე ვარ და ვერ დაგელაპარაკებით“.

რატომ ვერ შეუერთდნენ სამცხე–ჯავახეთიდან სოციალური მუშაკები გაფიცულებს, ინფრომაცია არ აქვს საინიციატივო ჯგუფის წევრს სოფო ღვთისიაშვილს. მისი თქმით ამ საკითხით დაინტერესდება და პასუხს მოგვიანებით გაგვცემს: „რაღაც გაურკვევლობა მოხდა, სამწუხაროდ, ვერ გეტვით ახლა ზუსტ პასუხს. ხელმოწერები შემოდიოდა, მაგრამ ვის აქვს ხელმოწერილი და ვის არა ახლა ვერ გეტვით. მათი ხელომწერები ჩემს და სხვა ორგანიზატორების ელექტრონულ ფოსტაზე მოდიოდა. უნდა შევიკრიბოთ ორგანიზატორები და ალბათ ხვალ გვეცოდინება რა მოხდა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სოციალურ მუშაკებთან და იურისტები გაარკვევენ ვითარებას“.

სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით გოგალაძე ამბობს, რომ გაფიცული თანმშრომლები სამსახურში გუშინ, 26 მარტს დაბრუნდნენ: „დაბრუნდნენ და მუშაობენ ჩვეულ რეჟიმში. შეფერხება არ გვაქვს, გამართულად ვმუშაობთ“.

შეგახსენებთ, რომ სოციაულრმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის რვა თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა, ამიტომ 25 მარტიდან გაიფიცნენ და სამსახურებში აღარ მივიდნენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოციალური მუშაკები ახალციხში, ხვალიდან, 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან
‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე
25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან
სამცხე–ჯავახეთში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება
‘ხშირად ჩვენი ხარჯით გვიწევს ბენეფიციართან მისვლა’ – სოციალური მუშაკი ახალციხიდან
სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
'სოციალურ მუშაკებს ხელფასები გაეზრდებათ' – თამარ ბარკალაია